არქიმანდრიტი ილია თოლორაია 5 ნოემბერს საპატრიარქოში დაიბარეს

არქიმანდრიტი ილია თოლორაია ამბობს, რომ 5 ნოემბერს, 13:00 საათზე საპატრიარქოში დაიბარეს. ის ამბობს, რომ აპირებს მისვლას და მზადაა, ყველა იმ კითხვას გასცეს პასუხი, რომელიც მასთან მიმართებით აქვთ.
“გუშინ დამირეკა მამა მიქაელმა, ბოტკოველმა და მითხრა, რომ ოთხშაბათს, პირველ საათზე, მეუფე შიოს, მეუფე თეოდორეს უნდათ შენთან გასაუბრება. სავარაუდოდ, დაბარებული ვარ იმაზე, რომ მეუფე შიოზე ვთქვი სიტყვა ეგზარქოსი. თვითონ სიტყვა ეგზარქოსი მმართველს ნიშნავს, არის ეპისკოპოსი, უბრალოდ, ეპისკოპოსი, რომელიც ს მხარეს დგას. უბრალოდ, მე ჩემს სიტყვებს არ ვიბრუნებ.
ეს მე ვთქვი იმიტომ, რომ როდესაც მე დავინახე ქუჩაში ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს, ქალებს, ბიჭებს, მოხუცებს სცემდნენ, ასისხლიანებდნენ და მეუფისგან ერთი სიტყვა არ გამიგია, რომ ნუ აკეთებთ ამას… ვინ იყვნენ ეს ახალგაზრდები, რომლებიც გამოსულები იყვნენ? გამოსულები იყვნენ ს საწინააღმდეგოდ. ერთი სიტყვა არ გამიგია მეუფისგან, რომ რუსეთი ოკუპანტია და რუსეთი საქართველოს მტერია.