FPC: საქართველო ს სანქციების გვერდის ავლის ქსელის მთავარ კვანძად ჩამოყალიბდა

ბრიტანული გამოცემა The Foreign Policy Centre ს მიმართ დაწესებულ სანქციებზე ვრცელ ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს. ტექსტი საქართველოს განსაკუთრებულ როლზე ამახვილებს ყურადღებას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული დასავლური სანქციების გვერდის ავლის გლობალურ ქსელში.
სტატიის თანახმად, დასავლეთის მიერ რუსეთის იზოლაციისა და ომის ეკონომიკის შესასუსტებლად შექმნილმა სანქციების პოლიტიკამ, სინამდვილეში, “გლობალური სანქციური ბუშტი” წარმოქმნა – სისტემა, რომელიც “შეზღუდვას მოგებად აქცევს”.
“ამ სისტემის ცენტრში დღეს საქართველო დგას,” – წერს რუბანისი. მისი შეფასებით, ქვეყანამ “პასიური გვერდის ავლიდან სტრატეგიულ შუამავლობამდე” განიცადა ევოლუცია და თავისი გეოგრაფია, ფინანსური ინფრასტრუქტურა და პოლიტიკური მოქნილობა გამოიყენა, რათა “რუსეთის სანქციებისგან თავის არიდების ქსელის მთავარ კვანძად ქცეულიყო”.
სტატიაში ნათქვამია, რომ სანქციების რიგითი ტალღები რუსეთის ეკონომიკურ შესაძლებლობებს არ ზღუდავს, არამედ “ვაჭრობისა და კაპიტალის ნაკადებს კავკასიის, ცენტრალური აზიის, თურქეთისა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების მიმართულებით გადაამისამართებს”.
რუბანისის შეფასებით, “საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური ელიტა ამ ხარვეზებს იყენებს, სანქციებს შემოსავლის წყაროდ გარდაქმნის და ქვეყანას რუსეთთან დაკავშირებულ ფინანსურ ნაკადებზე სტრუქტურულად დამოკიდებულს ხდის”.
ავტორის თქმით, ამ დამოკიდებულებამ გარდაქმნა საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი – “ოლიგარქიულმა ინტერესებმა, რომლებიც მოსკოვის ეკონომიკურ სფეროს უკავშირდება, სახელმწიფო ინსტიტუტები უფრო მეტად მოიცვეს”, ხოლო ხელისუფლებამ “შიდა მოთამაშეები დასავლური რეგულაციებისგან დასაცავად კანონმდებლობით შეაიარაღა”.
რუბანისის დასკვნით, დასავლეთის სანქციების სისუსტე როგორც სტრუქტურული, ისე კონცეპტუალური ხასიათისაა: “სანქციების სისტემა, რომელიც სიმბოლურ პოლიტიკურ გამარჯვებებს აძლევს დასავლეთს, რეალურად მატერიალურად ამდიდრებს მათ, ვისაც დასასჯელად იყო შექმნილი.“
სტატიის ბოლოს ავტორი მოუწოდებს დასავლეთს, გადახედოს სანქციების პოლიტიკას და შექმნას “ზუსტად მიზანმიმართული, კოორდინირებული და სტრატეგიულად გამართული” ინსტრუმენტები, რათა დაიშალოს ის ეკონომიკური ქსელები, რომლებიც ავტორიტარულ მმართველობებს ამაგრებს.