,, ენერგია გამიზარდა ამ ფსიქოპატიამ” – თამარ ჩერგოლეიშვილი

,,ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
,,ორი დღეა “საპატრიარქოს ვიცავ” სტალინისტებისგან ფეიჯზე.
დაახლოებით 500 ცალი დავბლოკე.
ვინც ამტკიცებდა რომ სტალინი გენიოსია, მათ შორის უამრავი პროფესორი აღმოვაჩინე რომელიც რომელიმე უმაღლესში ასწავლის, უამრავი მასწავლებელი, რომელიც საჯარო სკოლებში ასწავლის …
წაშლილი ისტორია, მეხსიერების პოლიტიკა, ორუელი … ფილმივით ვუყურებ.
ისეთებიც კი არიან, ვინც სტალინს თავს ესხმის და საპატრიარქოს გადაწყვეტილებას ამართლებს, ოღონდ მხოლოდ იმიტომ, რომ ის “საქართველოთი არ
ამაყობდა” – რა დაგვიშავა, არ იციან.
არ იციან, რომ სტალინმა მოკლა სულ
მცირე 20 ათასი ყველაზე ჭკვიანი ყველაზე ნიჭიერი ქართველი.
გადაასახლა სულ მცირე 100 ათასი ყველაზე ჭკვიანი ქართველის ნათესავი, თანამოაზრე, მეგობარი …
შემდეგ მეორე სამამულო ომში მოკლა
300 ათასი ქართველი. ომში რომელიც ქართველების მამულს არ შეხებია.
ენერგია გამიზარდა ამ ფსიქოპატიამ.
“თუ გინდა საზოგადოება გაანადგურო, ისტორია უნდა წაუშალო” – წარმოუდგენელია ამ
საზოგადოებამ კეთილდღეობაში იცხოვროს, თუ წაშლილი ისტორია არ აღვადგინეთ და ხალხს არ გავაგებინეთ მკაფიოდ, საიდან მოვდივართ.
ამიტომაა ევროპული საქართველოს კამპანია ისტორიულ მემკვიდრეობაზე
სასიცოცხლოდ აუცილებელი.”

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი