ზურაბიშვილი: ქართველმა ხალხმა იცის, როგორ უნდა მიიყვანოს ეს ერთწლიანი ბრძოლა ბოლომდე

ვერაფერი უშველის ამ რეჟიმს, რომელმაც დაამკვიდრა თავისი არალეგიტიმურობა, – ასე მიმართა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საპროტესტო აქციაზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს.
“2024 წლის 26 ოქტომბრიდან გავიდა ზუსტად ერთი წელი. ერთი წელი — ეს ხელისუფლება არალეგიტიმურია და ვერაფრით ვერ მოიპოვა ლეგიტიმურობა. ვერც თავისი მცდელობებით, რომ ვიღაცების ხელი ჩამოართვან იქ, სადაც შეძლეს. ვერც იმით, რომ ვიღაცები შეიყვანეს პარლამენტში ან აპირებენ, რომ შეიყვანონ. ვერაფერი უშველის ამ რეჟიმს, რომელმაც დაამკვიდრა თავისი არალეგიტიმურობა, როდესაც ჩაატარა რუსული სცენარით. ეს ერთი წელი გავიდა ერთი რუსული სცენარიდან მეორე რუსულ სცენარამდე. 4 ოქტომბერს რეჟიმმა სცადა, რომ შეეტყუებინა ხალხი იმ რაღაც აბსურდულ სცენარში, რომელიც მხოლოდ რუსული სპეცსამსახურების ტვინში შეიძლებოდა ყოფილიყო მოხარშული. მაგრამ ქართველი ხალხი ბრძენია. ეს ტყულად არ არის ნათქვამი, და ქართველმა ხალხმა იცის, როგორ უნდა მიიყვანოს ეს ერთწლიანი ბრძოლა ბოლომდე.
რა გამოჩნდა 1 წლის განმავლობაში? გამოჩნდა, რომ ქართველი ხალხის მხარეს არის არნახული სოლიდარობა. საკმარისია ნახოთ, რა სისწრაფით გროვდება დახმარება ჯარიმებისთვის, რათა არავინ დარჩეს დაუცველი ამ უსამართლობის წინაშე. საკმარისია ნახოთ ყოველივე სასამართლოზე ადამიანები, რომლებიც იქ დგანან, მიდიან, არავის ტოვებენ მარტო. სამაგიეროდ, ამ რეჟიმის წარმომადგენლები როდესაც არიან ციხის წინ და სასამართლოზე, მარტო არიან, არავინ დგება მათ გვერდთ. არავინ უცხადებს სოლიდარობას, თუნდაც „ფეისბუქ“ პოსტებით. მარტო არიან, საზოგადოების მხარეს არის სოლიდარობა, თანაგრძნობა, რომელიც რეჟიმმა გამოაცხადა, როგორ არალეგალური, ნულოვანი თანაგრძნობაა. ხალხში არის ერთიანი ბრძოლა. ჟურნალისტები, რომლებიც ბოლომდე იბრძვიან ძალიან დიდი საფრთხეები წინაშე, დღეს ციხეში არიან. მზია ამაღლობელის სახელი, ყველა ჩვენი ჩვენი ჟურნალისტების სახელით საზღვრებს იქით გავიდა. არამხოლოდ ჟურნალისტები, ადვოკატები და იურისტები 1 წლის განმავლობაში სრულიად უანგაროდ ემსახურებიან სხვებს, ადამიანებს, რომლებიც უსამართლობის მსხვერპლი არიან. ეს არის ძალა საზოგადოების. პატრიოტიზმი ამ ხალხის მხარეს არის, რომელიც აქ დგას, ამ დროშების უკან. რეჟიმი არის ს მხარე, რომელსაც შემოჰყავს რუსული სანქცირებული გემი, შემოაქვს რუსული ნავთობი ნავთობი გადასამუშავებლად“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.