მომდევნო დღეებში დათბება – როგორი ამინდია მოსალოდნელი

დღეიდან ოთხი დღის განმავლობაში საქართველოში დათბება. 15-18 იანვარს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.
“15-16 და 18 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, ყინვა ღამის საათებში შესუსტდება, დღის ტემპერატურაც მოიმატებს. 17 იანვარს ზოგიერთ რაიონში ნალექია მოსალოდნელი”, – აცხადებენ სააგენტოში.
მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი:
· თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 9-11 გრადუსამდე მოიმატებს;
· სანაპირო რაიონებში (, ქობულეთი, ანაკლია, ): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 17 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 10-15 გრადუსი სითბო იქნება;
· დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 17 იანვარს კი გაწვიმდება. ჰაერი დღის საათებში 11-16 გრადუსამდე გათბება;
· დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, , ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 17 იანვარს – ნალექი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 5-10 გრადუსი იქნება;
· დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 17 იანვარს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში იქნება 0-5 გრადუსი;
· ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 17 იანვარს ზოგან ნალექია მოსალოდნელი. ჰაერი დღის საათებში 6-11 გრადუსამდე გათბება;
· კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): იქნება უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 6-11 გრადუსს მიაღწევს;
· აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 17 იანვარს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში იქნება 3-8 გრადუსი სითბო;
· აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, , ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 17 იანვარს ზოგან მოთოვს. ჰაერი დღის საათებში 0-5 გრადუსამდე გათბება.
საქართველოში ამინდი 12 იანვრიდან გაუარესდა. გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყებოდა, რომ მოსალოდნელი იყო თოვლი, 3-4-ბალიანი შტორმი და ყინვა.