“გახსენით სატელევიზიო არხების ეთერები დებატებისთვის” – გახარიას გუნდი ივანიშვილს და ოცნებას

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის ბიძინა ივანიშვილსა და ქართულ ოცნებას მოუწოდებს, გახსნან სატელევიზიო არხების პირდაპირი ეთერები დებატებისთვის.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე თქვა, ბიძინა ივანიშვილს ტელეკომპანიებზე – იმედი, რუსთავი 2 და საზოგადოებრივი მაუწყებელი სრული კონტროლი აქვს მოპოვებული. ს თქმით, პასუხს ელიან სგან გიორგი გახარიასთან დებატების გამართვასთან დაკავშირებით.
“მივმართავთ ე.წ. სახელისუფლებო ტელევიზიებს – იმედს, რუსთავი 2-ს, საზოგადოებრივ მაუწყებელს და მათ ფორმალურ ხელმძღვანელებს, ფორმალურ მფლობელებს და რეალურ მეპატრონეს, ბიძინა ივანიშვილს. ბოლო რამდენიმე წელია ივანიშვილმა სრული კონტროლი მოიპოვა ამ არხებზე და ისინი აქცია ოცნების პოლიტიკურ იარაღად, რომელსაც ის იყენებს ხალხისთვის სიმართლის დასამალად. ამ თვალსაზრისით, სატელევიზიო პროპაგანდამ მიაღწია ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პროპაგანდისტულ სიმაღლეებს.
ამ თვალსაზრისით, სატელევიზიო პროპაგანდამ მიაღწია ნაცმოძრაობის ხელისუფლების პროპაგანდისტულ სიმაღლეებს. ოცნება დღეს ნაცების მსგავსად მედიას იყენებს მოდელირებული რეალობის შექმნის, ფეიკის გავრცელებისა და ხალხისათვის სიმართლის დასამალად.
სააკაშვილის მოგონილი მედიაბოიკოტის კოპირების გზით, შეშინებული ები, მდინარაძეები, კალაძეები და სხვები ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულების ნაცვლად, სტუდიებში სხედან და კომფორტულად, საკუთარ თავს ელაპარაკებიან.
ჩვენ მოვუწოდებთ ივანიშვილს და ოცნებას, გახსნან სატელევიზიო არხების ეთერები დებატებისთვის. გახსნან პირდაპირი ეთერები ყველასთვის და არა მხოლოდ სააკაშვილის თათბირების გასაშუქებლად სასამართლო დარბაზიდან. […] ჩვენ, ასევე ველოდებით ივანიშვილისგან თავად როდის იტყვის ღიად თანხმობას ან უარს გახარიასთან დებატებზე”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.