ყულევის ახალმა ქარხანამ დან ნავთობის პირველი პარტია მიიღო

რუსულმა კომპანია „რუსნეფტმა“ 2025 წლის ოქტომბერში საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, ყულევში ახალაშენებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ნავთობის პირველი პარტია მიაწოდა.
ეს ინფორმაცია, რომელიც თავდაპირველად LSEG-ის გემების მონაცემებისა და ინდუსტრიის წყაროებში გამოჩნდა, დღეს გაავრცელა ახალი ამბების საერთაშორისოსააგენტო„როიტერსმა“.
LSEG-ისა და ერთ-ერთი ტრეიდერის ინფორმაციით, ტანკერმა „კაისერიმ“ 105,340 ტონა Siberian Light მარკის ნავთობი ს შავი ზღვის პორტიდან, ნოვოროსიისკიდან ჩაიტანა ყულევის ნავთობტერმინალში – 6 ოქტომბერს.
საუბარია კერძო კომპანია „რუსნეფტზე“ (Русснефть) და არა „როსნეფტზე“ (Роснефть), რომელიც რუსეთის სახელმწიფოს ეკუთვნის.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ეკონომიკის სამინისტროს პრესცენტრს ამ საკითხზე კომენტარის მისაღებად. პასუხის შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.
„როიტერსი“ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ:
· რუსეთსა და საქართველოს 2008 წლის ომისა და ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ ფორმალური დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვთ;
· ამის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ მმართველობისას, თბილისმა „გააღრმავა ეკონომიკური კავშირები რუსეთთან, პარალელურად კი დასავლურ ქვეყნებთან ურთიერთობები დრამატულად გაუარესდა“.
· რუსეთი, ნავთობზე დასავლური სანქციების ფონზე, ცდილობს ექსპორტის დივერსიფიკაციას.
ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაცია ერთი წლის წინ, 2024 წლის 22 ოქტომბერს გაიმართა.
პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრნენ.
პრეზენტაციისას თქვეს, რომ ჯერ მხოლოდ იწყებოდა „სრული ციკლის პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანის მშენებლობა“.
დამფუძნებელთა ცნობით, ქარხანას ექნება სრული ციკლის გადამამუშავებლის ფუნქცია და ევრო5-ის ხარისხის ბენზინსა და დიზელს გამოუშვებს.
ქარხნის ოპერატორი და პროექტის ავტორი არის კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი“, რომლის დამფუძნებელიც არის ბიზნესმენი მაკა ასათიანი.
2025 წლის 26 სექტემბერს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი „ბლექ სი პეტროლიუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.
პროექტს ყველა ფაზის საინვესტიციო ღირებულებად დასახელდა 600 მილიონი დოლარი.
„პირველი ფაზის დასრულებისას ქარხანას წლიურად 1,2 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავება შეეძლება, მომავალში კი წარმადობა 4 მლნ ტონამდე გაიზრდება“, – იუწყებოდა ქართული ბიზნეს მედია პროექტის ავტორებზე დაყრდნობით.
ქარხნის დაფინანსებაში მონაწილეობენ:
· სახელმწიფოს კუთვნილი საინვესტიციო ფონდი „საქართველოს განვითარების ფონდი“;
· ფონდმა კომერციულ ბანკებთან ერთად „სინდიცირებული სესხი“ გამოუშვა;
· ფონდის თანამონაწილეობა იყო 5 მილიონი დოლარი, ხოლო კომერციული ბანკების – „ბანკი ქართუს“, „ბაზისბანკისა“ და „ხალიკბანკის“ დაფინანსება – 45 მილიონი დოლარი.
ევროკავშირს მიზნად აქვს დასახული 2027 წლისათვის რუსული ენერგიის იმპორტისგან გათავისუფლება ევროკავშირის შიდა ბაზრის წესების გამოყენებით.
რუსეთის მიერ ში შეჭრის შემდეგ, ნატოს მხოლოდ სამი ქვეყანა ყიდულობს რუსულ ნედლ ნავთობს: უნგრეთი, და თურქეთი. მათ ყველაზე მეტს თურქეთი ვაჭრობს. -ის პრეზიდენტი მოკავშირეებს მკაცრად მოუწოდებს, შეწყვიტონ რუსული ნავთობის შესყიდვა.
ბუდაპეშტმა და ბრატისლავამ არაერთხელ განაცხადეს, რომ ისინი დამოკიდებულნი არიან რუსულ ნავთობზე, რომელიც მათ „დრუჟბის“ მილსადენით მიეწოდებათ. უნგრეთს პოლიტიკური კონფლიქტი აქვს სთან, რომელმაც არაერთხელ მიიტანა „დრუჟბაზე“ იერიში.
მოსკოვი დასავლეთის სანქციებისგან თავის ასარიდებლად იყენებს „ჩრდილოვან ფლოტს“, რომელიც შედგება ასობით, ხშირად მოძველებული, გაუმჭვირვალე საკუთრების მქონე გემისაგან.
თავის მხრივ, რუსულ ნავთობს საქართველოც ყიდულობს.
თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანა არ ყიდულობს „სანქცირებულ ნავთობს“ და „საქართველო სანქციებს იცავს მაქსიმალური პასუხისმეგელობით“.
„რუსნეფტში“ წილს ოფიციალურად ფლობდა ვლადიმერ ევტუშენკოვის კომპანია „სისტემა“ 2010-13 წლებში, თუმცა წილი კომპანიის დამფუძნებელ მიხაილ გუცერიევზე გაყიდა.
ფორუმი