ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, გეორგი გეორგიევის განცხადებით, მისი ქვეყანა მზადაა, რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის თვითმფრინავისთვის საჰაერო დერეფანი უზრუნველყოს, თუ ის ოფიციალურად მიმართავს თხოვნით დონალდ ტრამპთან შესახვედრად ბუდაპეშტში გაფრენასთან დაკავშირებით.
გეორგიევის თქმით, თუ უკრაინაში მშვიდობას მიაღწევენ და თუ შეხვედრის ჩატარება ამის წინაპირობაა, ყველაზე ლოგიკური იქნება, რომ ყველეფერი გაკეთდეს ასეთი შეხვედრის ორგანიზებისთვის.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ბულგარეთი პუტინის თვითმფრინავისთვის დერეფანს გამოყოფს, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა: „როგორ იგეგმება შეხვედრის ჩატარება, თუ ერთ-ერთი მონაწილე ვერ დაესწრება?“
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს უნგრეთში შეხვდება. ტრამპმა კონკრეტული თარიღი არ დაასახელა.
