სამხრეთ კორეის ცნობით, ჩრდილოეთმა კორეამ ბალისტიკური რაკეტა ისროლა ზღვისკენ

ჩრდილოეთმა კორეამ 14 იანვარს ბალისტიკური რაკეტა ისროლა ზღვისკენ, რაც ერთი თვის განმავლობაში მისი მხრიდან რაკეტის გამოცდის პირველი შემთხვევაა – აცხადებენ მეზობელი სახელმწიფოები.
სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბი აცხადებს, რომ რაკეტის გაშვება განხორციელდა, თუმცა არ აკონკრეტებს რამდენად შორ მანძილზე იფრინა იარაღმა. იაპონიის თავდაცვის სამინისტროც აცხადებს, რომ აქვს ცნობა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბალისტიკური რაკეტის შესაძლო გაშვებაზე, დეტალები არც მის განცხადებაშია მოტანილი.
ჩრდილოეთი კორეის მხრიდან ეს რაკეტის გაშვების პირველი შემთხვევაა მას მერე, რაც 18 დეკემბერს მან გამოსცადა თავისი ყველაზე მაღალტექნოლოგიური იარაღი – Hwasong-18-ი, მყარ საწვავზე მომუშავე კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა. Hwasong-18 გამიზნულია აშშ-ის ტერიტორიის მისაღწევად.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – ანასტასია ბერუაშვილი მეგობარს ეუბნება, ეგონა, დააკავებდნენ, რადგან დანაშაულის დღეს რიკაძე მისი სახლიდან წავიდა – რატომ არ განაცხადა პოლიციაში, პასუხი იყო, ბიჭებმა იჩხუბეს, რაც ნორმალურ მოვლენად მიაჩნდა და არ იცოდა, თუ გარდაცვალება მოყვებოდა

კობა კობალაძე – ვერ შევეგუებით აზრს, რომ ვიღაცის ბოდიალის გულისთვის გამოვიდეთ მკვლელები – აინტერესებდათ, საბრძოლო მოქმედებების დროს გვქონდა თუ არა შემხებლობა გიორგი ბარამიძესთან, რომელ პოზიციებში გამოირჩა სიჩაუქით და თავგანწირვით