რუსეთის ვიცე-პრემიერი რუსეთის ეკონომიკის მოსალოდნელ კოლაფსთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის განცხადებაზე – რუსეთში ბენზინის წარმოებასა და მოხმარებას შორის ბალანსი შენარჩუნებულია, პრობლემებს ვერ ვხედავთ

რუსეთის ვიცე-პრემიერი, ალექსანდრ ნოვაკი უარყოფს -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბენზინის დეფიციტი მიანიშნებს, რომ რუსეთის ეკონომიკა კოლაფსს უახლოვდება.
ნოვაკის მტკიცებით, რუსეთში ბენზინის შიდა ბაზარზე სტაბილური მიწოდებაა.
„ჩვენ გვაქვს შიდა ბაზრის სტაბილური მიწოდება, ამ მხრივ პრობლემებს ვერ ვხედავთ. ბალანსი წარმოებასა და მოხმარებას შორის შენარჩუნებულია და ჩვენი, მთავრობისა და შესაბამისი სამინისტროების მხრიდან, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ასე დარჩეს“, – აღნიშნა რუსეთის ვიცე-პრემიერმა.
ცნობისთვის, -ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ბენზინის დეფიციტმა აჩვენა, რომ რუსეთის ეკონომიკა კოლაფსის პირასაა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს