Reuters – „შათდაუნის“ დაწყების შემდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 4108 ფედერალური მუშაკი გაათავისუფლა

„შათდაუნის“ დაწყების შემდეგ ს ადმინისტრაციამ 4108 ფედერალური მუშაკი გაათავისუფლა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, -ის იუსტიციის დეპარტამენტმა სხვადასხვა ფედერალური სააგენტოებიდან მუშაკების გათავისუფლების შესახებ სასამართლოს აცნობა.
ფედერალური მუშაკების პროფკავშირებმა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება სასამართლოებში გაასაჩივრეს და ისინი გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურებში აღდგენას ითხოვენ.
შეგახსენებთ, აშშ-ში მთავრობის დახურვა, ე.წ. „შათდაუნი“ 1-ელ ოქტომბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც კონგრესში „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ მომავალი ფისკალური წლისთვის დაფინანსების ახალ გეგმაზე ვერ შეთანხმდნენ. „დემოკრატებს” სურთ, რომ ნებისმიერი რეზოლუცია ჯანდაცვის საკითხს ეხებოდეს, ხოლო რესპუბლიკელები „სუფთა“ კანონმდებლობას ითხოვენ, რომელიც მხოლოდ ფედერალურ ბიუჯეტს ეხება.