თამუნა იარაჯული 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ქალზე: ევა შაშიაშვილი არის ძალიან არაადამიანურ პირობებში

“ევა შაშიაშვილი არის ძალიან არაადამიანურ პირობებში” – ამის შესახებ თამუნა იარაჯული სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ქალი ადვოკატმა, მარიამ ხაჭაპურიძემ მოინახულა.

ადვოკატის განმარტებით, ევა შაშიაშვილს აცვია მასზე დიდი ზომის ტანისამოსი და პატარა ფეხსაცმელი, ასევე არ ეძლევა დაბანის საშუალება.

ამასთან თამუნა იარაჯული აღნიშნავს, რომ დაკავებული შშმ შვილის მდგომარეობაზე დარდობს, რომლის ერთადერთი მხარდამჭერიც ის იყო.

თამუნა იარაჯული შშმ თემის წარმომადგენლებს სთხოვს, გაერთიანდნენ და თავდებში ჩაუდგნენ ევა შაშიაშვილს. საქართველოს სახალხო დამცველს კი სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

მეგობრებო, 6 ოქტომბერს დაკავაბული ევა შაშიაშვილი მოინახულა ადვოკატმა მარიამ ხაჭაპურიძემ, რომელსაც ვთხოვეთ ჩვენ დაეცვა მისი უფლებები თუ მისი სურვილი იქნებოდა, მონახულების შემდეგ დაგვიკავშირდა ადვოკატი და აგვიღწერა და გადმოგვცა ევას დანაბარები და მდგომარეობა, ევა არის ძალიან არადამიანურ პირობებში ყველანაირი გაზვიადების გარეშე! აცვია მასზე დიდი ზომის ტანისამოსი და პატარა ფეხსაცმელი, რომელიც სიპატარავის გამო არის გადაჭრილი და აქვს თითები გარეთ, ასევე შარვლის სარტყელად აქვს ცელოფანის პარკებით დამაგრებული შარვალი, არ ეძლევა დაბანვის საშუალება! დიდი ხნის ხვეწნის შემდეგ მისცეს დაბანვის საშუალება მაგრამ ყველაზე უარესი რაც არის ადარდებს დედას შშმ შვილის მდგომარეობა, რომლის ერთადერთი მხარდამჭერი გახლდათ, ადვოკატის თქმით მსგავს მდგომარეობაში პატიმარი არ ყოლია ნანახი! არადა დიდი ხნის ადვოკატია, ევას თხოვნაა მის შვილს მივაქციოთ ყურადღება და გაითვალისწინოს სახელმწიფომ მისი მხარდაჭერის გარეშე მისი შვილის მდგომარეობა. 

შშმ თემის წარმომადგენლებს გთხოვთ გავრთიანდეთ და ჩავუდგეთ თავდებში და რაც საჭირო იქნება უნდა გავაკეთოთ რათა შვილს დავუბრუნოთ დედა და ვთხოვოთ გარემოებების გათვალისწინება, როგორც ეს ხდება სხვა და სხვა სფეროს წარმომადგენლების მხრიდან, ჩვენი პროფესია ჩვენი შვილების შემდეგ ზუსტად ესაა დავიცვათ ერთამენთი, გთხოვთ ყველას არ დავტოვოთ ყველაზე მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაში მყოფი ევა მარტო ამ გასაჭირში და პატიმრობაში, მე არ ვიცნობ ევას მაგრამ როგორც საკუთარს ისე განვიცდი ეხლა მისი შვილის უდედობას!

ასევე მივმართეთ უკვე საქართველოს სახალხო დამცველს და ველოდებით სწრაფ რეაგირებას და მონახულებას მათი მხრიდან. 

საქართველოს პროკურატურა მისი შვილის მდგომარეობის არ გათვალისწინება ნიშნავს ძალიან მძიმე განაჩენს მისი შვილისთვის პირველ რიგში, რადგან არ არსებობს დღეს საქართველოში შესაბამისი სერვისი ან დაწესებულება რომელიც მას დედას შეუცვლის თუნცად ემოციური მხარდაჭერის მიზნით,

ამას მხოლოდ შშმ ადამიანები და მათი მშობლები გაიგებენ და გთხოვთ თქვენც როგორც განცხადება ისე განიხილოთ ეს სტატუსი და გირაო გამოიყენოთ იმ ახალი გარემოებების გათვალისწინებით  თუ ეს აქამდე არ იცოდით,” – წერს თამუნა იარაჯული. 

ცნობისთვის, 46 წლის ევა შაშიაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს შორისაა. საპროტესტო აქციაზე ის მარტო მივიდა. ვიდრე სასამართლო მისი პატიმრობაში გაშვების ამბავს განიხილავდა, ის მთელი პროცესის განმავლობაში ტიროდა. ევა შაშიაშვილის წინააღდეგ მთავარი მტკიცებულება  ქვაა, თუმცა საქმეში არ დევს არც ერთ მტკიცებულება, რომ მისი ნასროლი ქვა ვინმეს მოხვდა.