ირაკლი კირცხალია ნატო-ს ასამბლეაზე – ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ობიექტურ საფუძველზე იქნება აგებული და მიღებული იმ გარემოებათა საფუძველზე, რომელთა რეალური შეფასებაც ასახავს ქვეყნის შიგნით მდგომარეობას, მისასალმებელია

ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ობიექტურ საფუძველზე იქნება აგებული და მიღებული იმ გარემოებათა საფუძველზე, რომელთა რეალური შეფასებაც ასახავს ქვეყნის შიგნით მდგომარეობას, მისასალმებელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
ირაკლი კირცხალიამ, პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგზე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ობიექტურ საფუძვლებზე იქნება აგებული, რომელიც იქნება იმ გარემოებებით მიღებული, რომელი გარემოებების რეალური შეფასებაც არის ქვეყნის შიგნით ჩვენს მდგომარეობაზე, ყველა ასეთი გადაწყვეტილება არის მისასალმებელი და განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ, ყველა ის ობიექტური გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ სხვადასხვა წარმომადგენლობისგან, ინსტიტუციისგან, ეს ევროკავშირი იქნება, თუ არა მხოლოდ, ბევრ ძალიან უსამართლო გადაწყვეტილებას, მიდგომას ჩვენი დელეგაციების მიმართ. არაფერს ვამბობ იმ რეზოლუციებსა, თუ პოლიტიკურ განცხადებებზე, რასაც ვისმენთ. ასე რომ, ნებისმიერ ობიექტურ საწყისებსა და საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი ნებისმიერი ქვეყნისთვის“,- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე საპარლამენტო დელეგაციის შესწორებები იქნა გათვალისიწინებული, ასევე მიღებული გადაწყვეტილებით საპარლამენტო დელეგაციამ ასოცირებული სტატუსის კატეგორიიდან ახალ კატეგორიაში – „პარტნიორები ყოვლისმომცველი უსაფრთხოებისთვის“ გადაინაცვლა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?