ირაკლი კირცხალია – ჩვენ არ ვამბობთ, რომ პროტესტს ვკრძალავთ – როდესაც 15 ადამიანი შეიკრიბება, დარბის ხელჩაკიდებული და დისკომფორტს უქმნის საზოგადოებას, ამის საშუალებას არ მივცემთ

როდესაც 15 ადამიანი შეიკრიბება და დარბის ხელჩაკიდებული და დისკომფორტს უქმნის საზოგადოებას, რა თქმა უნდა, ამის საშუალებას არ მივცემთ , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
ირაკლი კირცხალიას თქმით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტის ფორმა საზოგადოებისთვის დისკომფორტის მიზეზი ხდება.
“საზოგადოება უყურებს რამდენიმე ასეულ ადამიანს, რომელიც დარბის რუსთაველის გამზირზე. ჩვეულებრივ სამსახურში დადიან. ეს ყველაფერი საზოგადოებსითვის არის დისკომფორტი. იდგნენ, გააპროტესტონ, ოღონდ ჩარჩოების ფარგლებში გააპროტესტონ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ პროტესტს ვკრძალავთ. 7 კაცი რომ დარბის რუსთაველზე, რომლებიც ყველას აყენებენ შეურაცხყოფას – საჯარო მოხელეებს, ავტობუსის მძღოლებს, გამვლელ მოქალაქეებს.
როდესაც 15 ადამიანი შეიკრიბება და დარბის ხელჩაკიდებული და დისკომფორტს უქმნის საზოგადოებას, რა თქმა უნდა, ამის საშუალებას არ მივცემთ. გამკაცრდება კანონი. აუცილებალდ მივიღებთ ამ კანონს და დამერწმუნეთ, რეაგირებაც შესაბამისი ექნება შესაბამისს უწყებებს.
ეს ყმაწვულები თუ გოგოები დგებიან ყოველდილით, ყავის ან ჩაის შემდეგ გამოვლენ, იციან რომელ საათზე გავიდნენ. ამაში უხდიან ხელფასს. შეურაცხყოფა უნდა მიაყენონ ტრანსპორტის მძღოლებს, გამვლელებს… ჩვენ რა ვქნათ, 15 კაცს უნდა გადავაკეტინოთ რუსთაველის გამზირი?
პროტესი თუ უნდათ 3000 დღე გააგრძელონ, ოღონდ თუ 20 კაცი იქნება, დადგნენ პარლამენტის შენობასთან თუ სურთ დროები შეცვალონ, ოღონდ ისეთ ადგილზე შეიკრიბნონ, სადაც პროტესტის გამოხატვა თავისუფლად შეეძლებათ”, – განაცხადა კირცხალიამ.