ევროპა უნდა გაერთიანდეს და გააძლიეროს ზეწოლა ჩინეთზე – მარგუს ცაჰკნა

ევროპულმა ქვეყნებმა უნდა შეიმუშაონ საერთო პოზიცია და გადამწყვეტი ზეწოლა მოახდინონ ჩინეთზე, რათა მან შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ ს სამხედრო აგრესიის ეკონომიკური მხარდაჭერა, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა.
მისი თქმით, ჩინეთი, ფაქტობრივად, „რუსეთის ბატონ-პატრონად“ იქცა და მას ევროპის დასუსტებისთვის იყენებს.
„ჩინეთს ათასწლიანი გეგმა აქვს, ძალიან სტრატეგიული ხედვა და ვფიქრობ, რომ ის ახლა ფაქტობრივად რუსეთის ბატონ-პატრონია. მათთვის რუსეთი ბინძურ სამუშაოს ასრულებს“, – განაცხადა მინისტრმა და განმარტა, რომ რუსეთის აგრესია ევროპას თავდაცვაზე უზარმაზარი რესურსების დახარჯვას აიძულებს.
მარგუს ცაჰკნამ ხაზი გაუსვა, რომ ევროპამ უფრო ერთიანად უნდა იმოქმედოს.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპელ პარტნიორებს მოუწოდა, ერთობლივად გადასცენ პეკინს, რომ რუსული აგრესიის მხარდაჭერა ზიანს აყენებს ორმხრივ ურთიერთობებს, რადგან ეს ასევე ევროპის წინააღმდეგ ომიც არის.
„თუ პუტინი გამარჯვების გამოცხადებას შეძლებს, ის გააგრძელებს და საუბარი მხოლოდ ზე არ არის“, – განაცხადა ცაჰკნამ და დასძინა, რომ პუტინმა საბჭოთა კავშირის აღდგენის გეგმა დიდი ხნის წინ გამოაცხადა.
„მან უკვე დაიწყო საბჭოთა კავშირის აღდგენის გეგმის განხორციელება და საჯაროდ გამოაცხადა ეს 2007 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. არავინ, არავინ აღიქვამდა მას სერიოზულად. ჩვენ აღვიქვით – არა მხოლოდ ესტონელებმა, არამედ ლატვიელებმა, ლიეტუველებმა და პოლონელებმაც. მაშინაც კი ვთქვით, რომ პუტინთან მოლაპარაკებას ვერ ვაწარმოებდით. ჩვენ არ შეგვეძლო მასთან თანამშრომლობა, რადგან პუტინი მხოლოდ ზეწოლის ინსტრუმენტად გვიყენებდა, თავისი შემდგომი ნაბიჯებისთვის“, – აღნიშნა ცაჰკნამ.
ამასთან, მისი თქმით, რუსეთის პროვოკაციებთან, კერძოდ, საჰაერო სივრცის დარღვევებთან დაკავშირებით, საჭიროა ღია და გადამწყვეტი რეაგირება.
„ჩვენ პუტინს უნდა ვესაუბროთ მისთვის გასაგებ ენაზე. მას ჩვენი რეალური ძალის ეშინია“, – აღნიშნა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
interpressnews.ge