– უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებაზე შემდგომ მუშაობას ალასკაში განხილულ ფუნდამენტურ პრინციპებზე დავაფუძნებთ

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის კონფლიქტზე მუშაობას ალასკის სამიტზე განხილულ ფუნდამენტურ პრინციპებზე დააფუძნებს.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებაზე ჩვენს შემდგომ მუშაობას ალასკაში განხილულ ფუნდამენტურ პრინციპებზე დავაფუძნებთ“, – განაცხადა პუტინმა დსთ-ს სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს სხდომაზე.
მისი თქმით, , ზოგადად, დადებითად აფასებს ალასკის სამიტის შედეგებს.
„მე უკვე გავცვალე ინფორმაცია რამდენიმე კოლეგასთან და ვაცნობე მათ უკრაინაში სიტუაციის დარეგულირებასთან დაკავშირებით ანკორიჯში, ალასკაში, ამერიკელებთან ჩვენი მუშაობის შედეგები. ამ შედეგებს, ზოგადად, დადებითად ვაფასებთ“, – განაცხადა პუტინმა.