თეთრ სახლში აცხადებენ, რომ „შათდაუნის“ დასრულების შემდეგ ფედერალური მუშაკების ნაწილმა, შესაძლოა, ანაზღაურება ვერ მიიღოს

-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ფედერალურმა მუშაკებმა, რომლებიც მთავრობის დახურვის დროს შვებულებაში იმყოფებიან, შესაძლოა, „შათდაუნის“ დასრულების შემდეგ ანაზღაურება ვეღარ მიიღონ.
მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისის მიერ მომზადებულ მემორანდუმში ნათქვამია, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი 2019 წლის კანონი, რომელიც უზრუნველყოფს რეტროაქტიული ანაზღაურების მიღებას მთავრობის დახურვის შემდეგ, არ ვრცელდება იმ თანამშრომლებზე, რომლებიც „შათდაუნის“ გამო დროებით შვებულებაში გაუშვეს.
მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისის განმარტებით, „შათდაუნის“ დასრულების შემდეგ მთავრობა ვალდებულია გადაუხადოს ანაზღაურება იმ თანამშრომლებს, რომლებსაც სამსახურში გამოცხადება მოეთხოვებოდათ. თუმცა, მთავრობას არ აქვს ვალდებულება რეტროაქტიული წესით გადაუხადოს ანაზღაურება მათ, ვინც შვებულებაში იმყოფებოდნენ.
დონალდ ტრამპმა გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ანაზღაურება „დამოკიდებულია იმაზე, თუ ვისზე ვსაუბრობთ“ და რომ ზოგიერთი თანამშრომელი „არ იმსახურებს ზრუნვას“.
შეგახსენებთ, -ში „შათდაუნი“ 1-ელ ოქტომბერს დაიწყო და ამჟამად რეგულარული ანაზღაურების გარეშე 750 000 თანამშრომელია დარჩენილი. სენატში „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ მთავრობის დაფინანსებისა და ხელახლა გახსნის შესახებ დოკუმენტზე ვერ თანხმდებიან. „დემოკრატებს” სურთ, რომ ნებისმიერი რეზოლუცია ჯანდაცვის საკითხს ეხებოდეს, ხოლო რესპუბლიკელები „სუფთა“ კანონმდებლობას ემხრობიან, რომელიც მხოლოდ ფედერალურ ბიუჯეტს ეხება.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)