ეროვნული კრების 5-ვე წევრს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოძრაობა ეროვნული კრების ლიდერებს — პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, სა და ლაშა ბერიძეს – აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო სხდომა დღეს გაიმართა, სადაც სახელმწიფო ბრალდება ხუთივე პირის მიმართ ყველაზე მკაცრი ზომის გამოყენებას მოითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას ითხოვდა. მოსამართლემ ბრალდების მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ბრალდების მიხედვით, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძესა და ირაკლი ნადირაძეს ედებათ ბრალად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი — სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების ან ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; 225-ე მუხლის პირველი ნაწილი — ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა; და 317-ე მუხლი — მოწოდება კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და ხელისუფლების დამხობისკენ. აღნიშნული მუხლები 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალად ედება იგივე 19-222-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი და 225-ე მუხლის პირველი ნაწილი, ხოლო პაატა მანჯგალაძეს — მხოლოდ 225-ე მუხლის პირველი ნაწილი (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება). ორივე შემთხვევაში სასჯელი 9 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.