ლატვიის საგარეო უწყება – არჩევნებს, რომელშიც ოპოზიციის ლიდერები დააკავეს, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა განხორციელდა, არ შეიძლება ეწოდოს არც თავისუფალ და არც დემოკრატიული

არჩევნებს, რომელშიც ოპოზიციის ლიდერები დააკავეს, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა განხორციელდა და ეუთო/ოდირის მიერ საერთაშორისო დაკვირვებით არ იყო უზრუნველყოფილი, არ შეიძლება ეწოდოს არც თავისუფალ და არც დემოკრატიული, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„საქართველოს ხელისუფლებამ ყველა უკანონოდ დაკავებული უნდა გაათავისუფლოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უწყება „ქართულ ოცნებას“ ინკლუზიური დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.
„მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ და მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, განაგრძოს ინკლუზიური დიალოგი საქართველოს მოქალაქეებთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.