აქტივობა 2021-ს ბევრად ჩამორჩება, რადგან იმ წელს 1 მლნ 800 ათასზე მეტი ამომრჩეველი იყო, ამ არჩევნებზე კი 20:00-საათზე დაახლოებით, მილიონ-ნახევრამდე ამომრჩეველი დაფიქსირდება, სხვაობა დიდია – ჩვენ დაახლოებით, 1 მილიონ 100 ათასამდე ხმას ვინარჩუნებთ, ოპოზიცია დაახლოებით, 400 000 ხმას და ასე დაჯდება დაახლოებით მილიონ-ნახევარი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც თვითმმართველობის არჩევნებში მოსახლეობის მონაწილეობის აქტივობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
მისი შეფასებით, „ყველაფერი ძალიან ლოგიკურად არის დალაგებული“.
„[აქტივობა] 2021-ს არ იმეორებს, იმეორებს 2014 და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების აქტივობას. 2021-ს ბევრად ჩამორჩება, რადგან ამ წელს 1 მლნ 800 ათასზე მეტი ამომრჩეველი იყო, ამ არჩევნებზე კი 20:00-საათის მდგომარეობით, დაახლოებით, მილიონ-ნახევრამდე ამომრჩეველი დაფიქსირდება – სხვაობა დიდია. აიღეთ „ნაცმოძრაობისა“ და „ახალის“ ხმები და დაახლოებით ემთხვევა ეს რაოდენობა მათ ხმებს. ჩვენი ამომრჩეველი იყო აქტიური და მობილიზებული. შესაბამისად, ვინც წინა საპარლამენტო არჩევებზე მხარი დაგვიჭირა, თითქმის მთელი შემადგენლობით გამოვიდნენ თვითმმართველობის არჩევნებზე. ალბათ, იქნება მცირე კლებაც გამომდინარე იქიდან, რომ მუნიციპალურ არჩევნებს ეს ახასიათებს. რაც შეეხება ოპოზიციას, იქიდან გამომდინარე, რომ არამხოლოდ „ახალმა“ და „ნაცმოძრაობამ“, არამედ მთლიანმა რადიკალურმა ოპოზიციამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საკუთარ ამომრჩეველს იმედები გაუცრუა. აქედან გამომდინარე, მათ ნაწილში არის კლება. ჩვენ დაახლოებით 1 მილიონ 100 ათასამდე ხმას ვინარჩუნებთ, ოპოზიცია – დაახლოებით 400 000 ხმას და ასე დაჯდება დაახლოებით მილიონ-ნახევარი. ყველაფერი ძალიან ლოგიკურად არის დალაგებული“, – განაცხადა კობახიძემ.
