ირაკლი კობახიძე ინფორმაციაზე, რომ „ლელო“ რამდენიმე წევრმა დატოვა – „ლელოშიც“ არიან ადამიანები, რომელთაც არ სურთ ამ ქვეყანაში არეულობა და არეულობის მცდელობაში მონაწილეობაც კი – ზოგადად, ამ პარტიებში რთული მდგომარეობაა

„ლელოშიც“ არიან წევრები, რომელთაც არ სურთ ამ ქვეყანაში არეულობა და არეულობის მცდელობაში მონაწილეობაც კი, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, მ კითხვას ინფორმაციაზე, რომ „ლელოს“ რამდენიმე წევრებმა პარტია დატოვა.
როგორც ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პარტიაში რთული მდგომარეობაა, რაც მათ ქმედებებს და საბოტაჟს უკავშირდება.
„ზოგადად, ამ პარტიებში რთული მდგომარეობა არის. საკუთარი ქმედებებით, საბოტაჟით მათ მიიყვანეს საკუთარი პარტიები ამ მდგომარეობამდე. არათუ ადგილობრივი წარმომადგენლები, მათი ლიდერებიც კი ტოვებენ პარტიას, ამის არაერთი მაგალითი იყო, მათ შორის კონკრეტულად, „ლელოს“ და გახარიას პარტიის შემთხვევაში. ამ ფონზე, არავის უკვირს, რომ ადგილობრივი წარმომადგენლებიც ტოვებენ ამ პარტიებს, მით უმეტეს „ლელოს“ შემთხვევაში ამ პარტიამ პირდაპირ გამოუცხადა მხარდაჭერა კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და დამხობის მცდელობას, რომელიც დააანონსა მათმა მეგობარმა პარტიამ, „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელობამ. მათთან ერთად იყვნენ კონკრეტული ექსტრემისტული დაჯგუფებები. ასეთ პირობებში, „ლელოშიც“ არიან წევრები, რომელსაც არ სურთ ამ ქვეყანაში არეულობა და არეულობის მცდელობაში მონაწილეობაც კი. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური პროცესი“,- განაცხადა კობახიძემ.