კახა კალაძე ინფორმაციაზე, რომ „ლელოს“ რამდენიმე წევრმა პარტია დატოვა – „მესიჯები“, რაც ამ ადამიანებისგან მოვისმინეთ, მეტყველებს, რომ სურვილი არ აქვთ, მოძალადეების გვერდით აღმოჩნდნენ – მოსახლეობის უმრავლესობას უნდა მშვიდობა

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას უნდა ქვეყანაში მშვიდობა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა, – ასე შეაფასა თბილისის მერობის კანდიდატმა მ ინფორმაცია, რომ პარტია „ლელო“ რამდენიმე წევრმა დატოვა, მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, დომენტი ქორქიამ.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ადამიანებს არავითარი სურვილი არ აქვთ, რომ „მოძალადეების გვერდით აღმოჩნდნენ“.
„შეიძლება ვინმეს ჰქონდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, შეიძლება იყოს სხვა პარტიის წარმომადგენელი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ემხრობოდეს ძალადობას, დაპირისპირებას, საზოგადოების გახლეჩას და ასე შემდეგ. შესაბამისად, სტატუსები და მესიჯები, რომელიც ამ ადამიანების მხრიდან მოვისმინეთ, აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ არანაირი სურვილი არ აქვთ აღმოჩნდნენ იმ მოძალადეების გვერდით, რასაც ჩვენ დღეს ვისმენთ“,-განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, პარტია „ლელოდან” სოფ. გეზათის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, დომენტი ქორქიამ „ფეისბუქზე“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარტია დატოვა. მისივე თქმით, ის ძალადობას ემიჯნება.