როცა მუნიციპალური არჩევნები ტარდება ქვეყანაში, უცხოელი დამკვირვებლების ჩასვლა მიღებული პრაქტიკა არც არის – ამის მიუხედავად საქართველოში დღეს უცხოელი დამკვირვებლები არიან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არჩევნები თავისუფალია ყოველგვარი ზეწოლისგან, მუქარისგან, მოსყიდვისგან და ა.შ. შესაბამისად, ეს არის ობიექტური შეფასების ერთადერთი მყარი საფუძველი.
„ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. როცა მუნიციპალური არჩევნები ტარდება ქვეყანაში უცხოელი დამკვირვებლების ჩასვლა მიღებული პრაქტიკა არც არის. ამის მიუხედავად საქართველოში დღეს უცხოელი დამკვირვებლები არიან. მთლიანობაში 8000-ზე მეტი დამკვირვებელი აკვირდება ამ არჩევნებს, საიდანაც ძალიან ბევრი უცხოელია. რა თქმა უნდა, ყველაფერს უნდა ჰქონდეს თავისი მნიშვნელობა, ყველა ხედავს ობიექტურ სინამდვილეს, რომ არჩევნები ტარდება მშვიდ გარემოში, ეს არჩევნები თავისუფალია ყოველგვარი ზეწოლისგან, მუქარისგან, მოსყიდვისგან და ა.შ. ეს ის საერთო სურათია, რომელიც დღეს აშკარად ჩანს და სრულიად ნათელია. ეს არის ობიექტური შეფასების ერთადერთი მყარი საფუძველი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
