სალომე სამადაშვილი არჩევნების დღეს “ლელოს” კანდიდატების მიერ პარტიის დატოვებას ივანიშვილსა და სუს-ს უკავშირებს

“ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ეხმაურება პროსახელისუფლებო მედიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარტიის კანდიდატებმა “ლელო” ს დღეს დატოვეს. სამადაშვილი ამას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) და პირადად ბიძინა ივანიშვილს.
“რამდენიმე საათის წინ, დაიწყო ერთბაშად დაიწყო რამდენიმე კანდიდატის მიერ, ზუსტად ერთი და იგივე ტექსტის, განცხადების გავრცელება, რომლითაც ს სუს ცდილობს, რომ ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება დაადანაშაულოს ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის საკითხთან რაიმე სახის კავშირში. მე მინდა ვთქვა, რომ ეს არის არა მხოლოდ აბსურდი, არამედ მინდა მივმართო პირადად ბიძინა ივანიშვილს, ს და სუს-ს: დღეს, როდესაც ისედაც მოქცეული ხართ საერთაშორისო იზოლაციაში, დღეს, როდესაც არ გაქვთ ლეგიტიმაცია არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, მე ძალიან გირჩევდით, რომ საკუთარი თავი აბუჩად არ აიგდოთ ამ ბრალდებების შეკერვის მცდელობით. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ძალიან ნათელია ყველასთვის. “ლელომ” მრავალჯერ და არაერთხელ განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება აუცილებლად, ოღონდ შეიცვლება დიახ, სწორედ არჩევნების გზით”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
დღეს, პროსახელისუფლებო “იმედმა” და “რუსთავი 2”-მა გაავრცელეს რამდენიმე ადამიანის განცხადება, რომლებიც ამბობენ, რომ იყვნენ “ლელოს” მაჟორიტარი კანდიდატები ამა თუ იმ სოფლიდან, მაგრამ არჩევნების დღეს პარტიის დატოვება გადაწყვიტეს. პროსახელისუფლებო მედიების ინფორმაციით, დომენტი ქორქია, ლევან რევაზიშვილი და დავით ნადირაშვილი საკუთარი გადაწყვეტილებას ასაბუთებენ იმით, თითქოს “ლელო” მხარს უჭერს ძალადობას და არეულობას ქვეყანაში.
“ლელო – ძლიერი” საქართველო არჩევნების დღემდეც არაერთმა კანდიდატმა დატოვა. პარტიაში აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი სუს-ის ზეწოლის შედეგია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კეთილი ინებოს, გამოვიდეს, გაემიჯნოს და მკაცრად დაგმოს ყველაფერი, რაც ხდება თბილისის ქუჩებში