ყველა მძევლის გასათავისუფლებლად დონალდ ტრამპის გეგმის განხორციელებისთვის მზად არის –

ისრაელი ყველა მძევლის გასათავისუფლებლად დონალდ ტრამპის გეგმის განხორციელებისთვის მზად არის, – ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი ავრცელებს.
მზად არის ტრამპის გეგმის პირველი ეტაპის დაუყოვნებლივ განხორციელებისთვის, რომელიც ყველა მძევლის სასწრაფოდ გათავისუფლებას ითვალისწინებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ისრაელი -ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სრულ თანამშრომლობას გააგრძელებს, რათა „ომი ისრაელის მიერ განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად დასრულდეს“.
„ჰამასის“ პასუხის შემდეგ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ჰამასი“ „მზადაა ხანგრძლივი მშვიდობისთვის“.
„ჰამასის მიერ ახლახან გამოქვეყნებული განცხადების საფუძველზე, მე მჯერა, რომ ისინი მზად არიან ხანგრძლივი მშვიდობისთვის. ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ღაზის დაბომბვა, რათა ჩვენ შევძლოთ მძევლების უსაფრთხოდ და სწრაფად გაყვანა!“ – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
interpressnews.ge