ირაკლი – მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქვეყნის მასშტაბით 12 სარაგბო მოედანი მოეწყობა, რაც მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის

დღეს მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით 12 სარაგბო მოედანი მოეწყობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავში, ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის განვითარებისთვის, ახალგაზრდებისთვის, მათი ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის.
„დღეს მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით 12 სარაგბო მოედანი მოეწყობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის განვითარებისთვის და ახალგაზრდებისთვის, მათი ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავებისთვის. მადლობას ვუხდი ყველას, განსაკუთრებით, ინფრასტრუქტურის მინისტრს, რეზი სოხაძეს, ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდს”, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)