გიორგი შარაშიძე – დიღმის ტყე-პარკი რეალური საფრთხის წინაშეა – არსებობს ტერიტორიის სამშენებლო მიზნებისთვის გამოყენების რისკი

„გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, დიღმის ტყე-პარკი არის რეალური საფრთხის წინაშე, რადგან ტერიტორიის სამშენებლო მიზნებისთვის გამოყენების საფრთხე არსებობს.
როგორც გიორგი შარაშიძემ განაცხადა, თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძისთვის ხმის მიცემა ნიშნავს იმას, რომ დიღმის ტყე-პარკს არასდროს დაუბრუნდება სარეკრეაციო ზონის სტატუსი.
„დიღმის ტყე-პარკი არის უნიკალური სარეკრეაციო ზონა, ნამდვილი ტყე ქალაქის ცენტრში, ამიტომ, აქ დაუშვებელია ნებისმიერი ტიპის მშენებლობა. ჩვენი მოთხოვნა არის ის, რომ აუცილებლად მოხდეს ამ მიწების კერძო მფლობელებისგან გამოსყიდვა, ადგილმონაცვლეობა“,-განაცხადა შარაშიძემ.
მისი განმარტებით, მ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს მიწები გამოესყიდა და თბილისის მუნიციპალიტეტისთვის დაებრუნებინა.
„ამიტომ, ვაფრთხილებ თბილისელებს და განსაკუთრებით, დიდი დიღმის მოსახლეობას, კახა კალაძისთვის ხმის მიცემა ნიშნავს იმას, რომ დიღმის ტყე-პარკს არასდროს დაუბრუნდება სარეკრეაციო ზონის სტატუსი და აქ მუდმივად იარსებებს ამ ტერიტორიის სამშენებლო მიზნებისთვის გამოყენების საფრთხე. ამიტომ, ყველამ უნდა მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება, უარი უთხრას „ოცნებას“, კორუმპირებულ კალაძეს და აირჩიოს ჩვენი პოლიტიკური ძალა პარტია „გახარია-საქართველოსთვის“, -განაცხადა შარაშიძემ.