ევროპარლამენტარი დენ ბარნა – მკაცრად ვგმობ გელა ხასაიას პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებას – მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას

მკაცრად ვგმობ „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ წევრი პარტიის, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, პოლიტიკოსის, გელა ხასაიას პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებას საქართველოში, – ამის შესახებ რუმინელი ევროპარლამენტარი, დენ ბარნა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
ევროპარლამენტარის განცხადებით, გელა ხასაიას დაკავება გაყალბებული ბრალდებებით კიდევ ერთი საგანგაშო თავდასხმაა ოპოზიციაზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.
„მისი, როგორც ს მიერ ოკუპირებული დან დევნილის, ხმა ჩაგვრის წინააღმდეგ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას. კრიტიკოსების გაჩუმება ვერ შეაჩერებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს“, – წერს ევროპარლამენტარი.

ასევე დაგაინტერესებთ