ვოლოდიმირ ზელენსკი – ბრძოლის ველზე პაუზები არ იქნება, რადგან ეს რუსეთს სარგებელს მოუტანს

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, ბრძოლის ველზე პაუზების დაშვება არ შეიძლება, რადგან ეს სარგებელს მოუტანს ს ფედერაციას უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელებაში.
„უკრაინის ტერიტორიაზე ბრძოლის ველზე პაუზა არ არის პაუზა ომში, ეს არ გამოიწვევს პოლიტიკურ დიალოგს რუსეთის ფედერაციასთან ან სხვა ვინმესთან. პაუზა მხოლოდ დაეხმარება რუსეთის ფედერაციას. ჩვენ გვესმის მოცულობები – რამდენს აწარმოებენ ისინი დღეს. ჩვენ ვიცით, რამდენ დრონს და არტილერიას აწარმოებენ ისინი დღეში. ჩვენ ვხედავთ, რა აკლიათ მათ და რომ აქვთ დიდი დეფიციტი დრონებთან და არტილერიასთან დაკავშირებით. დიდი დეფიციტი”, – აღნიშნა ზელენსკიმ ტალინში, ს პრეზიდენტ ალარ კარისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, რუსეთი ირანიდან Shahed-ის ტიპის დრონების დიდ შესყიდვებს ახორციელებს.
“ისინი ასევე მოლაპარაკებებს აწარმოებენ რაკეტებზე, მაგრამ ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, მისი თქმით, რუსებმა უკვე მიიღეს მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი ჩრდილოეთ კორეიდან. „ჩვენ ასევე ვნახეთ ზოგიერთი რაკეტის მაგალითიც“, – დასძინა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსები ვერ ასწრებენ საკუთარი იარაღის წარმოებას.
“ახლა ეს პაუზა არ არის უბრალოდ გაყინული კონფლიქტი. ეს არის პაუზა, რომელიც მათ დაეხმარებათ. ისინი ვერ ასწრებენ”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის ასევე დაუსვეს შეკითხვა, თუ რა ზეწოლას განიცდის მისი მოკავშირეების მხრიდან, რომ რაღაც შეცვალოს ომის წარმართვაში და კერძოდ, შეერთებული შტატებისგან ომის გეგმის დაზუსტებასთან დაკავშირებით.
„ამა თუ იმ საბრძოლო გეგმებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ: სანამ ყველაფერი უკრაინის კაბინეტებში წყდება, ჩვენი ბრძოლა უკრაინის სასარგებლოდ იქნება და ჯერჯერობით სწორედ ასე ხდება”, – აღნიშნა ზელენსკიმ.