2027 წლამდე, უკრაინას 1,2 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ალარ კარისის განცხადებით, 2027 წლამდე უკრაინას 1,2 მილიარდი ევროს დახმარებას გაუწევს. აღნიშნულის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ევროკავშირის ფარგლებში, ჩვენ უკვე გავუწიეთ უკრაინას 5 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება. ეს მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს. უკრაინას მეტი და უკეთესი იარაღი სჭირდება”, – აღნიშნა კარისმა.
უკრაინის პრეზიდენტი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში დღეს ჩავიდა. ესტონეთამდე, ის, ოფიციალური ვიზიტით, ლიეტუვას სტუმრობდა.

ასევე დაგაინტერესებთ