ბექა დავითულიანი – საარჩევნო ბარიერის საკითხი დღეს ჩვენთვის აქტუალური არაა, გეგმაში არაფერი გვაქვს – წელიწადნახევრის წინ შეთავაზებაზე ოპოზიციის მხრიდან ნულოვანი რეაქცია იყო, შესაბამისად, საკითხი დღის წესრიგიდან გაქრა

საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ გაკეთებულ შეთავაზებაზე ოპოზიციის მხრიდან ნულოვანი რეაქცია იყო – შესაბამისად, საკითხი დღის წესრიგიდან გაქრა, – ასე უპასუხა უმრავლესობის დეპუტატმა ბექა დავითულიანმა საარჩევნო ბარიერის დაწევის თაობაზე დასმულ კითხვას.
დავითულიანის თქმით, დღეს ბარიერის საკითხი აქტუალური არ არის.
„საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით, დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ შეთავაზება გაკეთებული იყო ოპოზიციის მიმართ, ოპოზიციის მხრიდან ნულოვანი რეაქცია იყო. შესაბამისად, საკითხი დღის წესრიგიდან გაქრა და აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ბარიერის საკითხის დღეს ჩვენთვის აქტუალური არ არის – გეგმაში არაფერი არ გვაქვს“, – განაცხადა დავითულიანმა ჟურნალისტებთან.
ცნობისთვის, პარლამენტმა 2021 წლის სექტემბერში, პირველი მოსმენით – 126 ხმით, ერთხმად, საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების 2%-იანი ბარიერით ჩატარებას ითვალისწინებს. საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი ოპოზიციამ დაუჭირა, თუმცა ამის შემდეგ განხილვის პროცესი აღარ გაგრძელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?