რატომ ვერ მიიღეს აფხაზეთში კანონი “აგენტებზე” – ინტერვიუ ქეთი ქანთარიასთან

წლებია მოსკოვი ირიბად და პირდაპირ სოხუმისგან “უცხო ქვეყნის აგენტებზე” კანონის მიღებას ითხოვს, რასაც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი ხვდება. იმის მიუხედავად, რომ უკანასკნელი რამდენიმე თვეა რუსულ მხარეს “აგენტების” საკუთარ რეესტრში “ანტირუსული საქმიანობისთვის” ცალკეული აფხაზები შეყავს, უშუალოდ აფხაზეთში ამ ეტაპზე აღარ ისმის მსგავსი კანონის მიღების მოთხოვნა.  ამ და სხვა საკითხებზე ნეტგაზეთთან ქეთი ქანთარია [მთარგმნელი და ჟურნალისტი] საუბრობს, რომელიც ახლოს იცნობს აფხაზურ საზოგადოებას.

აფხაზეთში “უცხო ქვეყნის აგენტებზე” კანონის შესაძლო მიღებაზე ბევრად ადრე დაიწყო საუბარი და განხილვები, ვიდრე თბილისში. მეტიც, იმ დროს, ალბათ, სასაცილოდაც არ გვეყოფოდა, ვინმეს მსგავსი კანონი საქართველოში ეხსენებინა. დღეს ყველაფერი შეიცვალა აქ, აფხაზეთში კი, ისევ არ მიუღიათ მსგავსი კანონი, იმის მიუხედავად, რომ მოსკოვი ირიბად და პირდაპირ აიძულებდა ამას სოხუმს. როგორ და რით აიხსნება მთელი ეს ამბავი?

ძალიან მოკლე პასუხით დავიწყებ, ჩვენდა სამწუხაროდ და აფხაზების საბედნიეროდ, იქ უფრო პატრიოტული საზოგადოებაა, და ამ საფუძველზე რაღაც საერთო კონსენსუსით შეკრული. სადმი არის სრულიად პრაგმატული და არა ემოციური მიდგომა – ჯერჯერობით მას მაინც უსაფრთხოების და თუნდაც უღიარებელი დამოუკიდებლობის გარანტად აღიქვამენ. იშვიათ გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით, იქ ყველას ერიდება/ეშინია ან არ იკადრებს ისეთი რამის გაკეთებას, რაც დღევანდელი აფხაზური პროექტისთვის საზიანოა. ეს კონსენსუსი ლამის სახალხოა, ასეთ მცირე ერებს ეს ალბათ, კარგად გამოსდით, და ამას ვერანაირი პროპაგანდა ვერ ერევა.

ჩვენ განვიცადეთ ერთგვარი მარცხი ამ თვალსაზრისით, მაგრამ არა აფხაზებმა.

აფხაზებისთვის ,,ერთმორწმუნე რუსეთის” გაგება, მგონი, პრაქტიკულად არ არსებობს. ჯერ ერთი, სულ რაღაც საუკუნენახევრის წინ ეს პრაქტიკულად ზედაპირულად გამუსლიმებული ხალხი იყო, აფხაზური არაქაული რწმენის ძლიერი ელემენტებით, ისე, როგორც მოხევეებს ან ხევსურებს აქვთ სალოცავებიანი ქრისტიანობა. მაშასადამე, რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ისეთი გავლენა არ აქვს, რადგან გავლენა არ აქვს თვით ს მართლმადიდებლურ ეკლესიას.  აქ ძალიან ავტორიტეტული იყო წმინდა მიტროპოლია, რომელსაც ზომიერი მღვდელმსახური ედგა სათავეში. იგი ს ავტორიტეტს უფრო აღიარებდა. საქართველოში, მოგეხსენებათ, ყველანაირი პრორუსული, ანტიდასავლური პროპაგანდის კერა დღევანდელი ქართული ეკლესიაა, რუსეთთან ძლიერი კავშირებით. აფხაზებს ამბიონიდან არავინ აკარგინებს ადეკვატურობას.

რუსული პროპაგანდა, რა თქმა უნდა, მაინც აღწევს, როგორც ყველგან, მაგრამ რუსეთს ისე მიზანმიმართულად არ მიუმართავს პროპაგანდა აფხაზებისკენ (რაკი ისედაც დასაკუთრებული ჰგონიათ), როგორც ქართული საზოგადოებისკენ.

საზოგადოების კონსოლიდირებულობა, სხვა დანარჩენთან ერთად, მაინც რაღაც კონსერვატიულ ეთიკაზე და ღირსების გაგებაზე დგას. წინააღმდეგობის ხალხური ძალა იქ სულ არსებობს. მაგალითად, როცა რუსეთი ში შეიჭრა, ერთ თვეში აფხაზეთში, დაახლოებით, 4 ათასმა ადამიანმა მოაწერა ომის საწინააღმდეგო პეტიციას ხელი. ეს ბევრია აფხაზეთისთვის, და გაბედულებაც დიდია, რადგან სრულიად დაუცველები არიან რუსეთის წინაშე.

თქვენ კარგად იცნობთ აფხაზეთის სამოქალაქო სექტორს, მის ცალკეულ წარმომადგენლებს, ფიქრობთ თუ არა, რომ ისინი ანგარიშგასაწევი ძალაა აფხაზი პოლიტიკური ელიტებისთვის? 

კულტურულად, განათლებით, პატრიოტიზმით, ეს სექტორი უფრო მაღლა დგას, ვიდრე პოლიტიკური სივრცის მოთამაშეები. ისე გამოვიდა, რომ აფხაზეთში 90-იან წლებში ყველაზე განათლებული და სანდო ადამიანები აღმოჩნდნენ მესამე სექტორში. მე, როგორც ქართველს, ანგარიშგასაწევ ძალად მიმაჩნია, სრულიად ობიექტურად. აქაც მუშაობს ის საერთო ეთიკა, გარდა ამისა, ნათესავ-ახლობლობის ქსელები, რომლებიც ხანდახან ოპოზიციის (და მათში მოიაზრებიან არასამთავრობოებიც) და სახელისუფლებო წრეების წევრებს ერთნაირად წვდება. ესეც არის შემაკავებელი ძალა. ამ ადამიანებს ყოველთვის ეძლევათ საშუალება, რაღაც ძალიან აქტუალურზე, სადავოზე, შინაურ გარემოში დაელაპარაკონ ერთმანეთს; გარდა ამისა, მესამე სექტორის წარმომადგენლების უზარმაზარ ნაწილს აქვს ომის პერიოდის დამსახურებები – პირადად, ან ოჯახის წევრების. თითქმის ყველას ჰყავს ოჯახის წევრები დაღუპული. ძმები, მამები, დები, შვილები. მოძრაობას ,,აფხაზი დედები მშვიდობისა დასოციალური სამართლიანობისთვის” სათავეში უდგას გული კიჩბა, რომელმაც ომში დაკარგული შვილის ცხედარი მხოლოდ ათი წლის წინ დაიბრუნა. როგორ შეიძლება, ამ ხალხს უზარმაზარი წონა არ ჰქონდეს. ხელისუფლებაში მყოფ პირთა მიმართ მათ ყოველთვის დიდი მორალური უპირატესობაც აქვთ, რასაც თითქოს ეს უკანასკნელებიც აღიარებენ.

ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, საქართველოში ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ აფხაზებისთვის და ოსებისთვის ევროპული ღირებულებების და განვითარებული საქართველო უნდა გამხდარიყო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საწინდარი. დღეს რამდენად მიმზიდველია ასეთი საქართველო მათთვის? 

სიმართლე გითხრა, ჩემი შთაბეჭდილებით, აფხაზეთსა და ე.წ. ,,სამხრეთ ოსეთში” სულ არ არის ერთნაირად საქმე. არ ვარ დარწმუნებული, რომ სამხრეთ ოსეთის ერთი ციდა, ყველაფრის განიზოლირებული მოსახლეობისთვის ევროინტეგრაცია მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იყოს. ჩრდილოეთ ოსეთში უფრო გაიგებენ, ალბათ, ასეთი პერსპექტივის სიკეთეებს, რადგან განათლებული საზოგადოება ჰყავს.

აფხაზებისთვის კი, ევროპის ნაწილად გახდომა ნამდვილად იქნებოდა მიმზიდველი, მაგრამ იქამდე იმდენი ნაბიჯი და ეტაპია ჩვენი მხრიდან გასავლელი.. შეიძლება, ოდესმე ასე მოხდეს,  მაგრამ აქ, ალბათ, არც მოხერხდება ყველა იმ ინტერესის ჩამოთვლა, რომლის დაცვა და გარანტირება დასჭირდება ქართულ სახელმწიფოს.

ბოლოს და ბოლოს, ევროკავშირის სივრცე ჩვენს სიახლოვეს ერთადერთია, სადაც ყველას ინტერესი და უფლებადაცულია, სადაც კულტურულ თვითმყოფადობას ყვავილივით უვლიან, ერთმანეთს თავს არავინ ესხმის და სხვა.

არ მჯერა, რომ დღევანდელი აღვირახსნილი რუსეთის შემხედვარე აფხაზებს ის სივრცე უფრო არ მიიზიდავს. მაგრამ პირველ რიგში, ასეთ ცვლილებას ქართული პრემოდერნული საზოგადოება უდგას დაბრკოლებად, რაღაც ბოდვითი აკვიატებებით, უვიცობით.. თუმცა ხანდახან ძალიან მახარებს, რომ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ქართველებს მგონი მართლა ეძვირფასებათ აფხაზები. ის ისტორიული “longue durée” კონკრეტულ მომენტებში მართლა სასწაულებს ახდენს ყველაზე გულღრძო ადამიანებშიც.

ერთიც, რაც მინდა ვთქვა, ჩემი აზრით, აფხაზებისთვის ყოველთვის ის მხარე გახდება სანდო, ვისაც, როგორც ისტორიული უსამართლობის გამოსწორების ზომა, აფხაზეთის აფხაზებით შევსების  [მუჰაჯირობის შედეგად წასულთა შთამომავლობა] გულწრფელი გეგმები და მცდელობები ექნება. ეს ჩემი აზრით, უფრო ძლიერი მოტივაციაც იქნება, ვიდრე ევროკავშირის ურიცხვი სიკეთეების გააზრება.

თუ წლების წინ საქართველო აფხაზებისთვის და ოსებისთვის რუსეთის ალტერნატივად განიხილებოდა, დღეს როგორ იცვლება სიტუაცია?

სიმართლე ვთქვა, დიდი ხნის წინ , პუტინის მოძლიერებასთან ერთად გამოჩნდა, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში რუსეთი საჩვენო საქმეს გააკეთებდა. ჩვენ პრაქტიკულად არაფერი გაგვიკეთებია ამ ხალხებისთვის მოსაწონი, მაგრამ რუსეთი წლიდან წლამდე აძულებს თავს ყველას, ვისაც ანალიზის მცირე უნარი აქვს.

 

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – უკრაინა აგრძელებს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას და წელს, პრაქტიკულად, ტერიტორია არ დაუთმია – იმ მომენტში ვართ, როცა ჩვენმა ქმედებებმა შეიძლება ამ კონფლიქტში გარდამტეხი მომენტი გამოიწვიოს

ბერდია სიჭინავა – ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დელეგაციის ხელმძღვანელმა საგანგაშო განცხადება გააკეთა, რომ ჩორჩანას საკითხზე გამოძიება საგუშაგოს დემონტაჟის იმედს აჩენს – „ოცნება“ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ტერიტორიულ მთლიანობას

თენგიზ შარმანაშვილი გიორგი ბაჩიაშვილზე – დედამისი ამბობს, ჩემი შვილისთვის ეს არ უნდა გაეკეთებინა, ივანიშვილის ახლობელი იყოო – ახლობლების ძარცვა დასაშვებია? – ვიღაცას ადრე 2 გრამი ჰეროინი ჩაუდეს, მაგრამ გაგიგიათ, რამდენიმე მილიონი ჩაგიდონ ჯიბეში?

პროკურატურა – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით, საქართველო 10 წელია უმაღლეს საფეხურზეა