რაჟდენ კუპრაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ანგარიშვალდებულების სამსახურის ხელმძღვანელს, ჰუმაიდ ობაიდ აბუშიბსს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი – რაჟდენ კუპრაშვილი, არაბთა გაერთიანებული საამიროების ანგარიშვალდებულების სამსახურის ხელმძღვანელს – ჰუმაიდ ობაიდ აბუშიბსს შეხვდა. ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ანტიკორუფციული ბიუროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი – გიორგი ბაღდავაძე, მამხილებლის დეპარტამენტის უფროსი – დიმიტრი ტორაძე, განათლების ცენტრის ხელმძღვანელი – ლაშა კილაძე, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი – დავით სიმონია და ანალიტიკური საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი – რევაზ ლაღიძე.
„შეხვედრისას ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წლის დეკემბერში, ქალაქ დოჰაში საზეიმო ვითარებაში მოეწერება ხელი უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ბურჭულაძე – ტარიელ ონიანისთვის მიუღებელია და ბაჩო ახალაიაც უარყოფს მის პოლიტიკაში მონაწილეობას – არც მე ვაპირებ პოლიტიკოსობას, როგორც კი ხალხი გაისტუმრებს „ოცნებას“ მოუსავლეთში, მე ვუბრუნდები ხელოვნებას