პუტინი: ჩვენი საბჭოთა მულტფილმები, რა თქმა უნდა, სულ სხვა ხარისხისაა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დასავლურ და საბჭოთა ანიმაციებზე ისაუბრა.

პუტინის თქმით, „საბჭოთა მულტფილმები სულ სხვა ხარისხისაა“.

„თქვენ უყურებთ თანამედროვე დასავლური მულტფილმებს – ყველგან სროლაა, სირბილი და ნახევარ საათში ამ ანიმაციისგან თავი აგეხდებათ. როგორ გაუძლებენ ამას ბავშვები? ჩვენი საბჭოთა მულტფილმები, რა თქმა უნდა, სულ სხვა ხარისხისაა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა და დასძინა, რომ „რუსეთი გააგრძელებს შიდა ანიმაციის მხარდაჭერას“.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე ნაცვლიშვილი: საქართველოდან ნაძარცვი ხელოვნების ნიმუშები დღეს ინახება რუსეთის მუზეუმებსა და საცავებში. ძარცვა გაგრძელდა და დღეს უკვე აფხაზეთიდან ხდება უკანონო არქეოლოგიური გათხრებიდან მოპოვებული არტეფაქტების უკანონო გატანა