გერმანიაში რკინიგზის თანამშრომლები გაიფიცნენ

გერმანიაში, რკინიგზის თანამშრომლები სამი დღით გაიფიცნენ. ამან ქვეყნის მასშტაბით მგზავრობასთან დაკავშირებული ქაოსი შექმნა. გაფიცვებმა, რომლისკენაც მატარებლის მემანქანეების გაერთიანებამ მის წევრებს მოუწოდა, ოთხშაბათიდან პარასკევის საღამომდე გაგრძელდება. ამან ეროვნული სარკინიგზო ოპერატორი “დოიცე ბან” (Deutsche Bahn) აიძულა, რომ მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების განრიგით იმოქმედოს.
“ამჟამად მხოლოდ ყოველი მეხუთე საქალაქთაშორისო ჩქაროსნული სარკინიგზო მიმოსვლა სრულდება, რეგიონებს შორის მიმოსვლა კი “მასობრივად შემცირდა”, – განუცხადა Deutsche Bahn-ის სპიკერმა ჟურნალისტებს ბერლინის ცენტრალურ სადგურზე.
პარალელურად პროტესტს გამოხატავს გერმანიის ფერმერთა ასოციაციაც. ოთხშაბათს, ასოციაციამ თქვა, რომ პროტესტს გააგრძელებს. ეს მას შემდეგ, რაც კვირის დასაწყისში ტრაქტორებისა და სატვირთო მანქანების კოლონებმა გზები მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაკეტეს.
გაფიცვები და პროტესტი აძლიერებს ზეწოლას კანცლერ ს კოალიციურ მთავრობაზე, რომელიც მზარდი ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას. მათ შორისაა სუსტი მაკროეკონომიკური მონაცემების, მაღალი საპროცენტო განაკვეთების და საბიუჯეტო სირთულეები.
მატარებლის მემანქანეების ანაზღაურებასა და სამუშაო საათებთან დაკავშირებით უთანხმოება, შობის პერიოდში მიღწეული, სამკვირიანი შეთანხმების შემდეგ განახლდა. Deutsche Bahn-ის მცდელობამ ბოლო გაფიცვები სასამართლოს გადაწყვეტილებით დაებლოკა, წარმატებას ვერ მიაღწია.
მემანქანეების გაერთიანება ითხოვს დასაქმებულთათვის 38-დან 35 საათამდე შემცირებულ სამუშაო კვირას, არსებული ხელფასებით. Deutsche Bahn-მა მათ სამუშაო საათების მოქნილობა შესთავაზა, მაგრამ უარი თქვა მათ შემცირებაზე, ხელფასის შემცირების გარეშე.
მატარებლების ოპერატორი ამტკიცებს, რომ პროფკავშირის მოთხოვნები პერსონალის ხარჯების 50%-ით გაზრდას გამოიწვევს, ნაწილობრივ იმიტომ, რომ მას მოუწევს მეტი თანამშრომლის დაქირავება. გერმანიაში კი ამ მხრივ გამოცდილი მუშახელის ნაკლებობაა.
„ჩვენ მზად ვართ კომპრომისებზე წასასვლელად და იმისთვის, რომ ეტაპობრივად შევამციროთ ყოველკვირეული სამუშაო საათები, რათა დამსაქმებელ მხარესაც ჰქონდეს შესაძლებლობა მოამზადოს პერსონალი“, – განუცხადა პროფკავშირის უფროსმა, კლაუს ვესელსკიმ გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელს.

ასევე დაგაინტერესებთ