თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მიწის მასის ჩამოშლის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მიწის მასის ჩამოშლის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ამავე ცნობით, მიმდინარეობს გზის გაწმენდა.
“ძლიერი წვიმის შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე ჩამოვიდა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.
ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გზის წმენდა ინეტნსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მოძრაობის სრულად აღდგენა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ