ჩემს სახლთან ახლოს მეგობარ აქტივისტებს თავს დაესხნენ – ნატა ფერაძე

“ჩემგან წასულ რამდენიმე მეგობარ აქტივისტს ქუჩაში დაესხა თავს ალტ-ინფო. პოლიციამ დაიცვა. ნუ მოხვალთ ჩემთან, უბანში დგანან, ეტყობა ჩასაფრებული”, – წერს აქტივისტი ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში.
ინციდენტი, სავარაუდოდ, მას შემდეგ მოხდა, რაც ნატა ფერაძის სახლთან შეკრებილი ალტ-ინფოს წევრები იშლებოდნენ. ერთ-ერთი აქტივისტი, რომელსაც თავს დაესხნენ, მედიასთან ამბობს, რომ მას და მის მეგობრებს ჯერ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
“მოვდიოდი მეგობრებთან ერთად. იდგა კონკრეტული ჯგუფი, არც ვიცოდი თავიდან, ალტ-ინფოელები იყვნენ თუ ვინ იყვნენ. გავცდით. იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა. მოვბრუნდი, ვკითხე, ვის შეაგინეთ-მეთქი და წამიერად დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება”, – ამბობს აქტივისტი “მთავარ არხთან” საუბარში.
როგორც ახალგაზრდები ჰყვებიან, მათთან მალევე მივიდა პოლიცია.
ნეტგაზეთი ამ შემთხვევასთან დაკავშირებით -ს დაუკავშირდა, მათგან დადასტურებული ინფორმაციის მიღებისთანავე სტატია განახლდება.
· ნატა ფერაძის სახლთან შეკრებილი პრორუსული, ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრებმა და მხარდამჭერებმა ტერიტორია 16:00 საათის შემდეგ დატოვეს. მანამდე მათ პოლიციამ მოუწოდა, არ გასცდენოდნენ კანონის ფარგლებს.
· პრორუსული ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრებმა ნატა ფერაძის სახლთან შეკრება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გუშინ, 9 იანვარს, აქტივისტმა ვიდეო გაავრცელა, რომლის კადრებშიც ჩანს, რომ სამების ტაძარში, სავარაუდოდ, საღებავი შეასხეს ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული.
· როგორც ნატა ფერაძე ამბობს, ვიდეოს გავრცელების შემდეგ მისი მისამართით მუქარები არ წყდება. ფერაძემ მის მიმართ გამოთქმულ მუქარებთან დაკავშირებით წუხელ პოლიციასაც მიმართა. მან საპატრულო პოლიციას გააცნო მუქარის მესიჯები.
· სამების ტაძარში, სავარაუდოდ, საღებავი შეასხეს ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული. ამის ამსახველი კადრები 9 იანვარს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა. როგორც კადრებში ჩანს, შუშის ჩარჩოში ჩასმულ ხატს ლურჯი ფერის საღებავი აქვს შესხმული.
· ტაძარში მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით [წვრილმანი ხულიგნობა] დაიწყო.
მთავარ ფოტოზე: კადრები ინციდენტის დროს გადაღებული ვიდეოდან.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია