ტრამპმა „ტიკ-ტოკის“ პოტენციური აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება 16 დეკემბრამდე გადაავადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აპლიკაცია „ტიკ- ტოკის“ პოტენციური აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გადადო და ვადა 16 დეკემბრამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, ტრამპმა ფედერალურ ორგანოებს დაავალა, შეაჩერონ კანონის ამოქმედება, რომელიც „ტიკ- ტოკს“ ჩინეთთან კავშირის გამო ეროვნული უშიშროების საფრთხედ მიიჩნევს.
ტრამპის განკარგულებამდე შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის „ტიკ-ტოკთან“ დაკავშირებით ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, აპლიკაცია შტატებში ფუნქციონირებას გააგრძელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი თარგამაძე: საზეიმო სურათის მიღმა მძიმე რეალობაც დგას: წელს ათასობით აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში საერთოდ ვერ მოხვდა. ხოლო მათ, ვინც სტუდენტი გახდა, სწავლა უკვე ბევრად გაუარესებულ გარემოში მოუწევთ (ვიდეო)