თინა ბოკუჩავა: არ გამოვრიცხავ, რომ მეც აღმოვჩნდე საპატიმროში (ვიდეო)

“არ გამოვრიცხავ, რომ მეც აღმოვჩნდე საპატიმროში” – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” უკვე დიდი ხანია არის პოლიტიკური დევნის და რეპრესიების სამიზნე.

რა თქმა უნდა, ამას არ გამოვრიცხავ [რომ მეც აღმოვჩნდე საპატიმროში], ვერ გამოვრიცხავ და დიდი ხანია არ გამოვრიცხავ. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არის პოლიტიკური დევნის და რეპრესიების სამიზნე, უკვე ძალიან დიდი ხანია. ჩვენი ოჯახის წევრები, ჩემი მეუღლე ორჯერ დააკავეს, შემდეგ გაიტაცეს და მემუქრებოდნენ ჩემი 3 მცირეწლოვანი შვილის უსაფრთხოებით. ჩემთვის, როგორც დედისთვის, როგორც ქალისთვის ეს გაცილებით უფრო მძიმე განსაცდელი და გამოწვევა იყო, ვიდრე სხვა ნებისმიერი შეიძლება იყოს, მათ შორის ციხე, პატიმრობა. 

რა თქმა უნდა, ამისთვის ფსიქოლოგიურად თითოეული ჩვენგანი უნდა იყოს მზად იმიტომ, რომ რეჟიმი ისეთი აგონიური მოქმედებების ფაზაშია, რომ ნამდვილად არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება,” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)