შსს ნატა ფერაძის სახლთან შეკრებილებს მოუწოდებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების ნორმებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის საცხოვრებელ სახლთან მიმდინარე აქციას ეხმაურება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, -ს თანამშრომლები აქტივისტის საცხოვრებელთან არიან მობილიზებული.

„მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში,
დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, ნატა ფერაძემ სამების საკათედრო ტაძარში მატრონა მოსკოველის ხატს, რომელზეც ასევე გამოსახულია იოსებ სტალინი, საღებავი შეასხა. სწორედ ამ ფაქტს აპროტესტებენ აქციის მონაწილეები.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი დეპუტატ მარიამ ლაშხის მიერ „გლობალური ომის პარტიასა“ და მასონებზე გაკეთებულ განცხადებას „პირობით შედარებას“ უწოდებს და მისი მისამართით კრიტიკას „ფაშისტურ კამპანიად“ აფასებს

შალვა პაპუაშვილი – იმდენი უცხოელი ჩაერია გამჭვირვალობის საკითხში, ბოლოს მიტინგებზეც გამოვიდნენ, ზუსტად ეს აჩვენებს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონი, რომელსაც პარლამენტი იღებს, ამიტომ ჩვენ ვეტოს დავძლევთ