“გურიის დანგრეული სახლიც ჯერ არ აუნაზღაურებიათ…” – მოროშკინა

ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა:
მეგობრებო, მე მაპატიეთ, მაგრამ იძულებული ვარ საჯარო პოსტი დავდო. ამ დროისთვის უკვე 11 ადამიანს აქვს დარეკილი 300-500 ლარზე. მერწმუნეთ, რომ მქონდეს დავარიგებდი, მაგრამ 170.000 საქ.ბანკის სესხი მაქვს. პანდემიის მერე, ვერ გაიმართა ბიზნესი, და ეს ყველამ კარგად იცის. მესმის, რომ ამ სივრცეში, სულ ბედნიერება და სიცოცხლე მოსჩქეფს ჩემი პოსტებიდან და ასეც არის, მაგრამ ჩემი მატერიალური მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას,რომ ვინმეს, თუნდაც ძალიან ახლობლებს ვასესხო ან ვაჩუქო ფული. ბოდიში კიდევ ერთხელ. P.S.სამწუხაროდ, გურიის დანგრეული სახლიც ჯერ არ აუნაზღაურებიათ და კვლავ საქ. ბაკის დახმარებით აშენდა, იმ იმედით რომ ზარალი ოდესმე ანაზღაურდება.
ცნობისთვის, გურიის სახლი ლალი მოროშკინას დიდთოვლობისას დაუზიანდა, მართალია, ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ დაზარალებულებს ზიანი აუნაზღაურეს, მაგრამ ფაქტია – ასე არაა.
ასევე, მართალია, ქართული ოცნების გუნდის პირველი პირი, კი ამტკიცებს, რომ ეკონომიკა იზრდება და მაღალ ნიშნულზე, მაგრამ იგივე პარტიის მომხრეების თქმით, პირიქით, ბიზნესს, განსაკუთრებით მცირე ბიზნესს ძალიან უჭირს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს