გია ვოლსკი – ზურაბიშვილი და ხიდაშელი იმისთვის არიან ჩასული აშშ-ში, რომ დაპირისპირების პროცესს მეტი საწვავი მიაწოდონ – შეარჩიეს ინგლისურად კარგად მოლაპარაკე ორი ადამიანი, რომლებსაც შუბლზე ძარღვი არ გააჩნიათ და რასაც ეტყვი, იმას ილაპარაკებენ

შეარჩიეს ინგლისურად კარგად მოლაპარაკე ორი ადამიანი, რომლებსაც შუბლზე ძარღვი არ გააჩნიათ და რასაც ეტყვი, იმას ილაპარაკებენ , – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჰელსინკის კომისიაში საქართველოს საკითხთან დაკავშირებულ მოსმენას, რომელიც დღეს უნდა გაიმართოს და სადაც სიტყვით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი გამოვლენ.
მისი თქმით, მოსმენაზე სალომე ზურაბიშვილი და თინა ხიდაშელი სწორედ იმისთვის არიან ჩასული, რომ მსოფლიოში არსებულ სახიფათო დაპირისპირების „პროცესებს კიდევ უფრო მეტი საწვავი მიაწოდონ”.
“საფრთხე უნდა დაინახო ყველაფერში, მსოფლიოში რა სახიფათო პროცესიც მიდის, ამის პროექცირება უნდა მოახდინო საქართველოში და მიხვდები, რომ ასეთი ცრუ დამსმენელი, როგორიც ზურაბიშვილი და ხიდაშელია სწორედ იმისთვის არიან ჩასული, რომ ამ დაპირისპირების პროცესს კიდევ უფრო მეტი საწვავი მიაწოდონ. MEGOBARI აქტი არ ჰქვია ამას. საზოგადოება, რომელიც ამ აქტს განიხილავს, უნდა დაარწმუნო იმაში, რომ თურმე საქართველოში ამერიკული კომპანიები მოდიან და ჩვენ მათ ინვესტიციაზე უარს ვეუბნებით. ეს წერია პირდაპირ. თურმე იმდენი ჩინური ინვესტიციაა შემოსული, რომ ეს პოლიტიკურად დაიპყრობს საქართველოს, თუმცა ასეთი რეალობა არ არსებობს. თურმე საქართველოში საგარეო კურსი შეიცვალა მაშინ, როცა 2012 წლიდან ვერცერთ მაგალითს ვერ დამისახელებთ, სადაც საქართველომ ს ინტერესებით იმოქმედა და რაიმე ღალატი ჩაიდინა თავისი მოკავშირეების მიმართ, ასეთი არ არსებობს.
შეარჩიეს ინგლისურად კარგად მოლაპარაკე ორი ადამიანი, რომლებსაც შუბლზე ძარღვი არ გააჩნიათ და რასაც ეტყვი, იმას ილაპარაკებენ.
რაც შეეხება ჯო უილსონის საქართველოს და მისი ხელისუფლებისადმი დაპირისპირებას, ეს ცნობილი ფაქტია, ვინაიდან, არ არის გამორიცხული ის პოლიტიკური ინტერესების ჯგუფს ლობირებდეს. ამაზე ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ როგორ შეიძლება ადამიანმა თქვას, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” უჭერს მხარს, ფოტოები გადაიღოს, გაავრცელოს და ზუსტად იცოდეს, რომ ისინი იმ ხალხის წარმომადგენლები არიან, რომლებიც ტრამპს მიწაში დებდნენ, ღია ეთერში შეურაცხყოფას აყენებდნენ. ამათთან ერთად ფოტოს იღებ და განხილვებზე ეძახი. ახლა გადაიფიქრეს და თქვეს, რომ მოდი ამ მოღალატეებმა არ ივარგეს და მოდი სხვები შევარჩიოთ, როგორიც სალომე ზურაბიშვილი და თინა ხიდაშელია”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლომჯარია: წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატის პლაკატის დაზიანების საკითხზე პასუხისმგებლობას არეგულირებს საარჩევნო კოდექსი (არა სისხლის კოდექსი) და მისთვის გათვალისწინებულია 1000 ლარიანი ჯარიმა

ჯო უილსონი – „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო ავტორიტარული კონტროლის ლაბორატორიად აქცია – განვიხილავთ, რა ინსტრუმენტები აქვს აშშ-ს საპასუხოდ, რათა პასუხი აგებინოს, ამავდროულად მყარად დაუდგეს გვერდით ქართველ ხალხს