ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი:
საინტერესო დეტალი 

მოღალატე წულუკიანის კომისიაზე ხაზარაძე და ჯაფარიძე მეორედაც იყვნენ დაბარებულნი და მეორედაც უარი აქვთ ნათქვამი მისვლაზე!
ოღონდ
პროკურატურას მეორედ არ მოსვლაზე საქმე ჯერ არ აქვს აღძრული!..

შესაბამისად, თუ ხაზარაძე არჩევნებში მონაწილეობაზე უარს! იტყვის! 

პროკურატურა მეორედ შეიტანს სასამართლოში … და მას კიდევ 7 თვით ჩასვამენ ციხეში!
მაგრამ… 

რომც არ თქვან უარი არჩევნებზე! ანუ – მიიღონ მონაწილეობა! პროკურატურა ვალდებულია
ეს საქმე მეორედ აღძრას!..

ანუ – მამუკა და ბადრი ციხეში მაინც დაბრუნდებიან… წესით!..
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ… უბოროტესია რეჟიმი!
…
აქ წერენ, რომ ბიძინა დაგვცინის! მართებული აზრია – ოღონდ, არასრულყოფილი!
აქ წერენ, რომ ლელომ ახლა მაინც უნდა თქვას უარი არჩევნებზე! მართებული აზრია – ოღონდ, არც სრულყოფილია და არც იზამენ ამას!
აქ წერენ, რომ მამუკა-ბადრი იმთავითვე იყვნენ გარიგებულნი – არაა! მართებული აზრი – უბრალოდ, შეცდომა დაუშვეს! ვისთვის უპატიებელი; ვისთვის საპატიო!
აქ ბევრს წერენ!
არადა, სრულყოფილი აზრი ასეთია – ბიძინა სუსტებს ანადგურებს! მომიტევინ მამუკა-ბადრიმ და – დავრდომილებს! კეთროვანებს!
რა მნიშვნელობა აქვს, რატომ დაავადდა გამოსახრავი რომელიმე მსხვერპლი? მტაცებელს მალევე სურს მისივე შესანსვლაც არაა სწორი სიტყვა – შეხვრა სურს!
მამუკა-ბადრიც შესახრავები არიან როგორც… არა როგორც ძლიერები! არამედ, როგორც სუსტები! და ბიძინამ – ცხოველმა, ეს შესანიშნავად იცის!
აი, მზია ამაღლობელის ამბავი გავიხსენოთ! რატომ არ ანთავისუფლებს ჯორ-ვირ-ცხენი მას? იმიტომ კი არა, რომ მზიამ არ აღიარა დანაშაული! ეგრე, არც ბადრო-მამუკას უღიარებიათ! არამედ იმიტომ, რომ მზიამ თანამშრომლობის სივრცე თავადვე მოსპო! მამუკა-ბადრიმ ეს სივრცე დატოვეს არჩევნებში მონაწილეობით!.. ჰოდა, ბიძინას მესიჯია – გარეთ იქნები თუ შიგნით, არჩევნებში გადაგხევთ (და გადახევენ)… ხოლო შენ მე კი არა, შენივე ხალხი შეგარცხვენს!
რაც შეეხება გამოსავალს – თურქი, ფრანგი თუ ამერიკელი კონსულტანტები ამას ვერ უშველიან!
შენ უნდა იგრძნო ახალი, ვითომ დანაშაულის ჩადენის მომენტუმი!
ირაკლი კობახიძეს უნდა მოჰკიდო ტორი! და ააბურთავო! რომ მერე მდინარაძემ თუ გეკა-შმეკამ დაგიჭიროს იქვე!
არ იზამ? აბა მაშ ილაპარაკე პრობლემაზე, რომ ფონიჭალიდან დიდ დიღომში ავტობუსი დადის 18 წუთში ერთხელ და თუ ირაკლი კუპრაძე გახდება მერი, ივლის 13 წუთში ერთხელ!