ნიკა ობოლაძე – ივანიშვილმა თვითონ თქვა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდა, რადგან „ქართულ ოცნებაში“ არის დაპირისპირება და კორუფცია

ივანიშვილმა თვითონ თქვა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდა, რადგან „ქართულ ოცნებაში“ არის დაპირისპირება და კორუფცია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წარმომადგენელმა, ნიკა ობოლაძემ განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ასეთი ხელისუფლება უნდა წავიდეს და საქართველო ევროკავშირში შევიდეს.
„როგორც ივანიშვილმა თქვა, საჯაროდ პოლიტიკაში დაბრუნდა იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებაში“ არის დაპირისპირება და კორუფცია. გუნდი, რომელიც ქვეყანას აკავებს ევროკავშირში შესასვლელად და გუნდი, სადაც არის კორუფცია და დაპირისპირება, უნდა წავიდეს, უნდა მოხდეს ცვლილებები და ქვეყანა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. რაც შეეხება იმ კონსტიტუციურ აბსურდს, პარლამენტის 150 წევრს რომ მოუნდეს პრემიერ- მინისტრს ვერ აირჩევს, თუ კონსტიტუციის გარეშე მყოფი რაღაც თანამდებობის პირი ამას არ იტყვის, ეს არის კონსტიტუციური აბსურდი და კარგად მიუთითებს, როგორ არის გაბატონებული „კლანურობა“ და ოლიგარქია. რასაც ისინი აკეთებენ, ეს არის სამართლებრივად აბსოლუტურად წარმოუდგენელი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ივანიშვილმა თვითონ თქვა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდა, რადგან „ქართულ ოცნებაში“ არის დაპირისპირება და კორუფცია. 12 წელია ესენი არიან ხელისუფლებაში და ასეთი ხელისუფლება უნდა წავიდეს და ქვეყანა ევროკავშირში უნდა შევიდეს “, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.
ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სუთიძე: საქართველოს საპატრიარქოში ვისაც თავი აქვს და არა კისრის გაგრძელება, უნდა ესმოდეს, რომ როგორიც უნდა იყოს ახლა სახელისუფლებო პროპაგანდის წნეხი, ნებისმიერი სანქცია, რომელსაც გამოიყენებთ არქიმანდრიტი დოროთესა თუ სხვების მიმართ, იქნება დამანგრეველი თქვენი რეპუტაციისთვის

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: მადლობა ყველას, ვინც სიმართლის გულისთვის იბრძვით. მადლობა ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძვით. და მადლობა ყველას, ვინც თანადგომა გამომიცხადეთ