სამხრეთ კორეის პარლამენტმა ძაღლის ხორცის საკვებად გამოყენების აკრძალვას მხარი დაუჭირა

სამხრეთ კორეის პარლამენტმა ძაღლის ხორცის საკვებად გამოყენების აკრძალვას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას The Associated Press-ი ავრცელებს.
სამხრეთ კორეის ეროვნულმა ასამბლეამ კანონპროექტი 208 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო. კანონი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას მინისტრთა ეროვნული კაბინეტის საბჭო დაამტკიცებს და პრეზიდენტი, იუნ სუკ იოლი ხელს მოაწერს.
კანონპროექტის მიხედვით, ადამიანების მიერ ძაღლის ხორცის საკვებად გამოყენებისთვის ძაღლების მოშენება, ვაჭრობა და რეალიზაცია 2027 წლიდან აიკრძალება. მიღებული კანონის დარღვევა 2-3 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე ნაცვლიშვილი: საქართველოდან ნაძარცვი ხელოვნების ნიმუშები დღეს ინახება რუსეთის მუზეუმებსა და საცავებში. ძარცვა გაგრძელდა და დღეს უკვე აფხაზეთიდან ხდება უკანონო არქეოლოგიური გათხრებიდან მოპოვებული არტეფაქტების უკანონო გატანა