ბავშვებზე სექსუალურად ძალადობისთვის ძებნილი პირი საქართველომ აშშ-ს გადასცა

განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ინტერპოლის წითელ ცირკულარით ძებნილი პირი საქართველომ -ს გადასცა. პროცედურა საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს შორის ექსტრადიციის თაობაზე გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე განხორციელდა.
“ექსტრადირებული პირი ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების მიერ 2017-2021 წლებში, ტეხასის შტატში, არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობისა და ოჯახის წევრზე თავდასხმისთვის, ასევე 2020-2021 წლებში, ლუიზიანას შტატში არსებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობისა და სხვა დანაშაულებისთვის იძებნებოდა”, – ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.
თავდაპირველად, შესაბამისი შუამდგომლობით გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. სასამართლოს მიერ ექსტრადაციის დასაშვებად ცნობის შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრმა მიიღო.
საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, მზად არიან, მომავალშიც ითანამშრომლონ პარტნიორ ქვეყნებთან.