ვლადიმერ პუტინი რობერტ ფიცოს – თუ ცოცხალი ვარ, ეს უკვე კარგია

რუსეთის პრეზიდენტი, პეკინში ს პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს შეხვდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში სლოვაკეთის პრემიერმა ს პრეზიდენტს ჰკითხა : „როგორ ხართ?“ – რაზეც პუტინმა უპასუხა: „თუ ცოცხალი ვარ, ეს უკვე კარგია“.
შეხვედრის დროს რუსეთის ლიდერმა ში მიმდინარე ომზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია რუსეთის, ასევე ქვეყნის მოქალაქეების ინტერესების დასაცავად ხორციელდება.
„ჩვენ სხვა მიზნები არ გვაქვს, ჩვენი ინტერესების დაცვის გარდა“, – დასძინა პუტინმა.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფება. მან უკვე მიიღო მონაწილეობა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში და პეკინში გაემგზავრა. რუსეთის პრეზიდენტი 3 სექტემბერს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს დაესწრება.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – მიდიხარ პარტიის შტაბთან და ილანძღები, იგინები, რისთვის აკეთებენ ამას? – ჯექსონზე და „ტრილერზე“ შემთხვევით არ მისაუბრია, დააკვირდით ამ ადამიანებს, არაფერი აღარ დარჩათ და ცდილობენ ასე მიიქციონ ყურადღება