“მაგთიკომი ნახევარ მილიონამდე ოჯახს” – ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარეს უზრდის ფასის ცვლილების გარეშე

გაზრდილი სიჩქარე, უცვლელი ფასი – მაგთიკომი ინტერნეტის ხარისხის გაუმჯობესებას და აბონენტებისთვის აქტუალური სერვისების განვითარებას აგრძელებს.
8 სექტემბრიდან მაგთი აბონენტებს, რომლებიც 50 მბ/წმ-იანი სიჩქარით სარგებლობენ, ფასის ცვლილების გარეშე, ინტერნეტის სიჩქარეს 70 მბ/წმ-მდე ავტომატურად გაუზრდის.

“ეს სიახლე ნახევარ მილიონამდე ოჯახს შეეხება. გაზრდილი სიჩქარე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ ინტერნეტგამოცდილებას – იქნება ეს სწავლა, მუშაობა, გართობა თუ ყოველდღიური ონლაინ საქმიანობა.
მაგთიკომისთვის მთავარია აბონენტების კმაყოფილება და მათი შესაძლებლობების ზრდა. დღეს, 500-ზე მეტ ქალაქსა და სოფელში სარგებლობენ მაგთის ოპტიკური ინტერნეტით. გაზრდილი სიჩქარე კი კიდევ უფრო დაეხმარება მათ მიზნების განხორციელებაში. ასევე, კომპანიის ეს გადაწყვეტილება, პოზიტიურ გავლენას იქონიებს საქართველოს ფიქსირებული ინტერნეტის მაჩვენებლებზე. “

ასევე დაგაინტერესებთ

იანვარ-ივლისის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8%, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია არა მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები 1.3 მლრდ დოლარით გაზარდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია – ირაკლი კობახიძე

კალათბურთელებს, ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს, ნაკრები 3 მილიონ ლარს მიიღებს ევრობასკეტზე მოგებული ყოველი შემდგომი თამაშისთვის – ირაკლი კობახიძე