რომის პაპი: მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა ომის დანაშაულია

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ მშვიდობიან მოქალაქეებზე იერიშის მიტანა ომის დანაშაულია. ამის შესახებ მან ვატიკანის მიერ აკრედიტებული დიპლომატების წინაშე 45 წუთიანი მიმართვისას განაცხადა, სადაც მან ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებსა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე ისაუბრა.

რომის პაპმა ყველა მხარეს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

პონტიფიკოსმა დაგმო 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა და „სასტიკი“ აქტი უწოდა.

„არ არსებობს კონფლიქტი, რომელშიც მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა არ არის. ამის ნათელი დასტურია უკრაინასა და ღაზაში მომხდარი მოვლენები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ომის დანაშაულია“, – აღნიშნა რომის პაპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ