,, არ ვარგა ასე დამიჯერეთ… მკვდარზე ან კარგს ამბობენ ან არაფერს” – ნადიმ ხმალაძე

ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,ერთი კეთილი რჩევა ყველას, სანამ თუნდაც ვითომ მეგობრობთ ან მეგობრობდით , ან თუნდაც იცნობდით ერთმანეთს კარგი გამარჯობით და შემდეგ ან თქვენი აზრები აღარ დაემთხვა ერთმანეთს , ან რამე აღარ მოგეწონათ ერთმანეთის და აღარ გინდათ ურთიერთობა , ნაცნობობა თუ მეგობრობა , ან კიდე თუნდაც ხმაურით დაშორდით ერთმანეთს. წადით რა ისე რომ მერე ერთმანეთზე არცერთმა და არც მეორემ არ დაიწყოთ ერთმანეთის მიმართ ლანძღვა გინება , რა იყო ვინ იყო , რას გეუბნებოდა რა ცუდი ყოფილა და ასე შემდეგ . დაშორდით ჩუმად წყნარად თითქოს არ ყოფილხართ. არაფერში არ ჯდება ეს , არც გაგებაში , არც კაცურში, არც ადამიანურში, არც ქუჩურში , არსად არ ჯდება რადგან ერთ დღეს ერთმანეთი საუკეთესოები გეგონათ და ახლა ყველაზე საზიზღარი ყოფილა. ასე შენც ისეთივე საზიზღარი ყოფილხარ თუ ამისთანა საზიზღართან იყავი. წადით რა წყნარაად, მშვიდაად და დაივიწყე რააა. არ ვარგა ასე დამიჯერეთ. მკვდარზე ან კარგს ამბობენ ან არაფერს.”

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – “ქართულმა ოცნებამ” მოიტანა კორუფცია, სიღარიბე, გახიზნული მილიონი თანამემამულე, დემოგრაფიული კატასტროფა, ნარკომანია, უბედურება, რაც მთავარია, “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში რუსეთი მოიტანა – მათი დრო დამთავრდა!